ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Online უფასო იურიდიული კონსულტაცია

2019  წლის 12 აპრილს საინფორმაციო სააგენტო Georgian National News-მა დაამატა უფასო ონლაინ იურიდიული დახმარების გვერდი, კვალიფიციური იურისტებისაგან ონლაინ კონსულტაციისა და დახმარების მიღების მიზნით.

აღნიშნული კონცეფციის მომზადება, მისი ტექნიკური აღჭურვა GNN-ის განვითარების პროგრამის ხელშეწყობით განხორციელდა მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

იურიდიული დახმარების სამსახურში უფასო ონლაინ კონსულტაციის ცენტრის ამოქმედების საჭიროება მოქალაქეთა მომართვიანობის გაზრდამ განაპირობა.

ონლაინ კონსულტაციის ამოქმედება საშუალებას აძლევს იურიდიუილი დახმარების სამსახურს უფრო ზედმიწევნით დაიცვას მისი საქმიანობის მთავარი პრინციპი და დროული და ეფექტიანი სამართლებრივი დახმარება გაუწიოს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება – მოწყვლადი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლებს.

ონლაინ კონსულტაციის მეშვეობით ადვოკატის რჩევის მიღებას ნებისმიერი მოქალაქე შესძლებს, მისი გადახდისუნარიანობისა თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად, ხოლო იურიდიული დახმარების სამსახურის სრული სერვისი – მაგალითად, ადვოკატის მომსახურება და სასამართლოში წარმომადგენლობა – როგორც ადრე, მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გავრცელდება.

გაიარე კონსულტაცია!