ეკონომიკა

100 000-მდე კომპანიას და პირს, საგადასახადო დავალიანებები და ჯარიმები სრულად ჩამოეწერება

საგამოძიებო სამსახური საგადასახადო შემოწმებებს აღარ განახორციელებს

“კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ძირითადი საშუალებები იმპორტს, აღარ მოუწევთ დღგ-ს გადახდა საზღვარზე”, – საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე გადაცემა “ბიზნესკონტაქტში”, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ერთიან ჩარჩოში ექცევა საგადასახადო შემოწმებების პროცესიც. ასევე დაგეგმილია, ძველი დავალიანებების სრულად ჩამოწერაც.

“2011 წლამდე არსებული საგადასახადო დავალიანებები, ასევე 2013 წლამდე არსებული ჯარიმები და საურავები, იმ კომპანიებს, რომლებსაც ფაქტიურად არ უფიქსირდებათ აქტივობები, სრულად ჩამოეწერებათ. ჯამში ეს შეეხება 100 000-მდე კომპანიას და  პირს, საუბარი 2 მილიარდ ლარზეა”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო სამსახური საგადასახადო შემოწმებებს აღარ განახორციელებს. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების მიხედვით, საგადასახადო შემოწმებას მხოლოდ შემოსავლების სამსახური განახორციელებს.