სხვა

12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობა 17.15%-ია – ცესკო

ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე 602 445 ადამიანი მივიდა.

„12:00 საათისთვის, საარჩევნო უბნებზე 602 445 ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეშია.

ასევე გაცნობებთ, რომ ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივარი არ შესულა“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

 

 

კომენტარის დატოვება