მსოფლიო

2020 წლისათვის გზებზე 10 მილიონი თვითმართვადი ავტომობილი ივლის

თვითმართვადი ავტომობილები ფუტურისტულ იდეას აღარ წარმოადგენს. ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა “მერსედესი”, BMW და Tesla, უკვე გამოუშვეს ან მალე გამოუშვებს ტექნიკურ დეტალებს, რომელიც მსგავსი ავტომობილების წარმოებისთვისაა საჭირო.

ამასთან, მსგავს პროექტებზე მუშაობს ტექნოლოგიური კომპანიებიც. მაგალითად, “გუგლმა” უკვე განაცხადა, რომ ამ ზაფხულს კალიფორნიაში პირველად გამოცდის უპილოტო ავტომობილის პროტოტიპს.

ცოტა ხნის წინ “ბიზნეს ინსაიდერმა” თვითმართვადი ავტომობილების პერსპექტივის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც დეტალურად არის განხილული თვითმართვადი ავტომობილების წარმოება, ბაზარი და რა შეუძლია მსგავსი ტექნოლოგების განვითარებას შეცვალოს მსოფლიო ეკონომიკაში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული 2020 წლისათვის მსოფლიოში გზებზე დაახლოებით 10 მილიონი თვითმართვადი ავტომობილი ივლის.

სპეციალისტები ამბობენ, რომ თვითმართვადი ავტომობილები ხელს შეუწყობს გზებზე უსაფრთხოების გაზრდას და მგზავრობის გამარტივებას.

ბრიტანული ორგანიზაციის მონაცემებით, 2014-დან 2030 წლამდე თვითმართვადი ავტომობილები ავარიის მსხვერპლთა 2500-ით შემცირებას გამოიწვევს.

 

წყარო: Allnews.ge