სხვა

2024 წელს, მსოფლიოში 54 ჟურნალისტი დაიღუპა – 550 ჟურნალისტი დაკავებულია – რეპორტიორები საზღვრებს გარეშე

2024 წელს ჟურნალისტური საქმიანობის დროს, ან მასთან დაკავშირებით მსოფლიოში 54 ჟურნალისტი დაიღუპა, – ამის შესახებ აღნიშნულია პრესის თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშში, რომელსაც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) აქვეყნებს.

დოკუმენტის თანახმად, ამჟამად მსოფლიოში 550 ჟურნალისტია დაკავებული, რაც 7 პროცენტით მეტია 2023 წელთან შედარებით.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, რომ 2024 წელს რუსეთის ფედერაციაში კიდევ რვა ჟურნალისტი დააკავეს. ამასთან, ღაზას სექტორში ომის დაწყების შემდეგ ისრაელმა ყველაზე მეტი, 17 ჟურნალისტი დააკავა და ის ახლა მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს დაკავებული და დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობის მიხედვით.

კომენტარის დატოვება