ბოლო სიახლეები

კულტურა

ბარაკ ობამას მემუარების პირველი ნაწილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორ კვირაში, 17 ნოემბერს გამოვა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მემუარების პირველი ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორ კვირაში, 17 ნოემბერს გამოვა. „არ არსებობს წიგნის დასრულების მსგავსი გრძნობა და ამაყი ვარ ამით“ – დაწერა ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. მისი თქმით მემუარებში ის ეცდება, გულწრფელად მოუთხროს მკითხველს თავისი პრეზიდენტობის შესახებ. 768-გვერდიან მემუარებს, სახელწოდებით „აღთქმული მიწა“, ერთდროულად 25 ენაზე გამოსცემენ. There’s no feeling like finishing a book, and I’m proud ...

Read More »

კულტურის სფეროს წარმომადგენლების მხარდასაჭრად ბიუჯეტიდან სამი მლნ ლარი გამოიყო – კალაძე

გავრცელებული ინფორმაცია, რომ პანდემიის პერიოდში თბილისის მერია თითქოს ორგანიზებას უწევს სხვადასხვა კონცერტსა და კულტურულ ღონისძიებას, სიცრუეა – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ამ ღონისძიებებს ჰყავს ორგანიზატორები, ხოლო მერია მხოლოდ დაფინანსებას უზრუნველყოფს. „თითოეულ ღონისძიებას ჰყავს ორგანიზატორი და რა თქმა უნდა, ის არის ვალდებული, დაიცვას ყველა ის მოთხოვნა და შეასრულოს ყველა ის რეგულაცია, რომლისკენაც ჯანდაცვის სპეციალისტები ...

Read More »

ეროვნული კინოცენტრი ოსკარის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას იწყებს

ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიის  2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას იწყებს. ეროვნულმა კინოცენტრმა საპროდიუსერო კომპანიების განაცხადების მიღება მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყო. კანდიდატი ფილმების შესარჩევად განაცხადის მიღების ბოლო ვადა კი 30 სექტემბრის 17:00 საათია. წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოავლენს. კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება. კანდიდატი ფილმის სახელი ...

Read More »

ამერიკელი მსახიობი ჩედვიკ (შავი პანტერა) ბოუსმენი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი, „შავი ავაზას“ ვარსკვლავი ჩედვიკ ბოუსმენი გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით, 43 წლის მსახიობი სახლში გარდაიცვალა. მსახიობს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზი 4 წლის წინ დაუსვეს, თუმცა ამის შესახებ მედიაში სხვა ინფორმაცია არ გასაჯაროვებულა. შავი ავაზა – Marvel Comics-ის ერთ-ერთი პერსონაჟია, რომელიც შექმნეს მწერალმა სტენ ლიმ და მხატვარმა ჯეკ კირბიმ. ის ასევე ჩნდება ფილმში „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“, ხოლო ცალკე ფილმი მის შესახებ, მთავარ ...

Read More »

7-8 აგვისტოს ფილმი „შინდისი“ 20-ზე მეტ ქვეყანაში იქნება ნაჩვენები

7 და 8 აგვისტოს მხატვრული ფილმი „შინდისი“ ნაჩვენები იქნება 20-ზე მეტ ქვეყანაში – ამის შესახებ ინფორმაციას პროექტის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი ავრცელებს. „რაც მთავარია, ყველა სეანსი იქნება თავისუფალი, ანუ აბსოლუტურად უფასო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ და ასევე ემიგრანტმა ნახოს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ფილმის შექმნის მთავარი მიზანიც ეს იყო! „ისტორია რომელიც უნდა გვახსოვდეს“… ...

Read More »

ქართული ფილმი „დედე“ ორი სხვადასხვა ფესტივალის პრიზიორია

პოლონეთში გამართულ „ტოფიფესტ“კინოფესტივალის დაჯილდოვებაზე ახალგაზრდა რეჟისორმა, მარიამ ხაჭვანმაფილმისთვის „დედე“ საუკეთესო რეჟისორის პრიზი და სტატუსი დაიმსახურა. ფილმმა საფრანგეთში გამართულ მონპელიეს კინოფესტივალზე კი მაყურებლის ჯილდო მოიპოვა. ფილმი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს კიდეც. „დედეს” გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა.

Read More »

თბილისის რიგით მე-20, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი გაიმართება

2-5 ნოემბერს, თბილისში რიგით მე-20, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი გაიმართება. ტრადიციულად, თბილისის საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა, კონცერტებთან ერთად, ითვალისწინებს ცნობილი ჯაზ-შემსრულებლების მასტერკლასს ქართველი სტუდენტებისთვის. 2 ნოემბერს, თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალს ჯაზისა და სოულის შემსრულებელი, ლეგენდარული ამერიკულ ჯგუფი TOWER OF POWER (თაუერ ოფ ფაუერ) გახსნის. 4 ნოემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მსოფლიოში აღიარებული საქსაფონისტი JOE LOVANO (ჯო ...

Read More »