ბოლო სიახლეები

რეგიონი

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარას, 43 თბილისს, 27 კი იმერეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას, 43 თბილისს, ხოლო 22 იმერეთს უკავშირდება. დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება. „რეგიონების მიხედვით, კვლავ აჭარა ლიდერობს. აჭარაში კორონავირუსის 165 შემთხვევაa, იმერეთში – 27, კახეთში – ექვსი, თბილისში – 43, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ექვსი, სამცხე-ჯავახეთში – ოთხი, ქვემო ქართლში – სამი, შიდა ქართლში – ...

Read More »

ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დილიდან შეწყდა

ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დილიდან შეწყდა. გაჩერდა 120 ავტობუსი და 600-მდე მიკროავტობუსი. „ახალი რეგულაციების თანახმად, მუშაობას ვწყვეტთ. 120 ავტობუსია გაჩერებული. ეს გაგრძელდება, ვიდრე საკოორდინაციო საბჭო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მძღოლები ამ პერიოდში, როგორც ეს გაზაფხულის შეზღუდვების დროს იყო, მიიღებენ კუთვნილ ანაზღაურებას“ – განაცხადა ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორმა, ბადრი ფარტენაძემ. ხვალიდან ბათუმში საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდება.

Read More »

მკვლელი მსხვერპლების დაკრძალვაზეც იყო – სასტიკი მკვლელობისა და შურისძიების ამბავი, რომელმაც სოფელი შეძრა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მცხეთიჯვარში ძმები დევაძეები მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ. უფროსი – გია დევაძე „ცალხელა გიას“ სახელით იყო ცნობილი, ვინაიდან მარჯვენა ხელის მტევანი ჰქონდა მოწყვეტილი. უმცროს ძმას ამირანი ერქვა.  მათ რამდენიმე ადამიანისგან შექმნეს ჯგუფი და თავს ესხმოდნენ ადამიანებს, ძარცვავდნენ, აყაჩაღებდნენ… თუმცა, სოფელში ძმებს სრულიად სხვადასხვაგვარად ახასიათებენ. გიას არსენა მარაბდელს ადარებენ – მდიდარს ართმევდა და ღარიბს აძლევდაო. რომ დაიჭირეს, ხალხი ფულს და ხელმოწერებს აგროვებდა – ...

Read More »

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახო ხუზმიაშვილის განცხადებით, ტელევიზია მაუწყებლობას არ წყვეტს. მისივე თქმით, ის პირები რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან თვითიზოლაციაში გადავლენ, ხოლო შემხებლობაში მყოფ პირებს პისიარტესტირება ჩაუტარდებათ.

Read More »

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაცით, თბილისის დროით 12:35 საათზე 3.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხთან იყო.

Read More »

ტრაგედიად ქცეული დაბადების დღე გორის მუნიციპალიტეტში – ,, 22 წლის გოგო, რომელსაც სამი თვის შვილის დარჩა, დედამ გარდაცვლილი იპოვა”

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში 22 წლის გოგონა გაურვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. dianews.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდა გოგონას სავარაუდოდ გულმა დაარტყა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია. როგორც სოფელში ამბობენ, 22 წლის ახალგაზრდა საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა. ,, გარდაცვლილი ფლავში გათხოვილი იყო. საუკეთესო ადამიანი, საუკეთესო ოჯხის შვილი, არანაირი პრობლემა ოჯახში არ ჰქონია, ...

Read More »

თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, ქალაქის გასასვლელთან მსუბუქი ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მას მრავლობითი ტრავმები აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

Read More »