ბოლო სიახლეები

მსოფლიო

აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელმაც დონალდ ტრამპის მოწამვლა სცადა

აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელმაც დონალდ ტრამპის მოწამვლა სცადა – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. როგორც „სიენენი“ იუწყება, ქალი კანადისა და აშშ-ის საზღვარზე დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილს თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ვაშინგტონის პროკურატურა ბრალის წარდგენისთვის ემზადება. როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს წერილი, რომელშიც მომწამვლელი ნივთიერება „რიცინი“ იყო მოთავსებული. გამოძიება ვარაუდობდა, რომ წერილი ტრამპს კანადიდან გაუგზავნეს. გამოძიებას ფედერალური საგამოძიებო ...

Read More »

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, ტაჯ მაჰალი იხსნება

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, ინდოეთის მთავარი ღირსშესანიშნაობა ტაჯ მაჰალი იხსნება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კვლავ ძალაში დარჩება შეზღუდვები, როგორიცაა პირბადის ტარება, თერმოსკრინინგი, ასევე დამთვალიერებლები ვალდებული იქნებიან ტერიტორიაზე დისტანცია დაიცვან. ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 87 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 1 130 ადამიანი დაიღუპა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში ვირუსი 5,4 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 87 882 ადამიანი.

Read More »

მსოფლიო ლიდერები დღეს გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავს პანდემიის გამო ვირტუალურად აღნიშნავენ

მსოფლიო ლიდერები დღეს გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავს პანდემიის გამო ვირტუალურად აღნიშნავენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტიერეშის თქმით, პანდემიამ მსოფლიოს სისუსტეები გამოააშკარავა. გავრცელებული ინფორმაციით, გუტიერეში დღეს დაგეგმილ სიტყვით გამოსვლაში მსოფლიო ლიდერებს ერთიანობისკენ მოუწოდებს. წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეა ნიუ იორკში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების გარეშე ჩაივლის. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირები ვიდეომიმართვებს ჩაწერენ, რომელსაც გენერალური ასამბლეის დარბაზში აჩვენებენ.

Read More »

აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სომხეთი ახალი ომისთვის ემზადება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეჭვობს, რომ სომხეთი ახალი ომისთვის ემზადება. აზერბაიჯანულ ტელეკომპანიებთან შეხვედრისას, ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებულ ხაზზე სომხეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია შეინიშნება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთის მხრიდან ივლისის პროვოკაციის ერთ-ერთი მიზეზი იყო სურვილი შეემოწმებინა, რა რეაქცია ექნებოდათ მის მოკავშირეებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. „ისინი ახალი დიდი ომისთვის ემზადებიან. ჩვენ გვაქვს ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაცია. ჩვენ ვიცით, რა ხდება ...

Read More »

იტალიაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი და რეგიონული არჩევნები ტარდება

20-21 სექტემბერს, იტალიაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი და რეგიონული არჩევნები ტარდება. რეფერენდუმზე მოსახლეობამ პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის შემცირების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. კონკრეტულად კი, იტალიელებმა უნდა უპასუხონ კითხვას, სურთ თუ არა 630-დან პარლამენტარების რიცხვი 400-მდე შემცირდეს ქვედა პალატაში, ხოლო 315-დან 200-მდე შემცირდეს ზედა პალატაში. ინიციატივის ავტორი მმართველ კოალიციაში შემავალი პარტა „5 ვარსკვლავის მოძრაობაა“, რასაც პარტიების უმეტესობაც უჭერს მხარს. ცვლილების ინიციატორები აცხადებენ, რომ დეპუტატების რიცხვის შემცირებით ...

Read More »

საბერძნეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა (ფოტო)

საბერძნეთში ციკლონ „იანოსს“ უკვე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქეს კი სახლები დაეტბორა – ამის შესახებ BBC წერს. უამინდობამ ყველაზე მეტად ათენის ჩრდილოეთის მდებარე რაიონები დააზარალა. ქვეყნის ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია. ქარის სიჩქარემ 120 კმ/სთ შეადგინა. ძლიერმა ქარმა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები მოგლიჯა. ზოგ ადგილას კი, მეწერებიც გამოიწვია. კლიმატური ფენომენი, სახელად “იანოს” ხმელთაშუაზღვიური ციკლონია, რომელსაც უხვი ნალექი და ძლიერი ქარი ...

Read More »

პოლიციამ კასპში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ კასპში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კასპში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ...

Read More »