ბოლო სიახლეები

რელიგია

ათონის მთაზე 8 ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა და მომლოცველების შესვლა აიკრძალა

ათო­ნის მთა­ზე, რამ­დე­ნი­მე მო­ნას­ტერ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ უც­ნო­ბია, თუმ­ცა, რო­გორც ბერ­ძნუ­ლი მე­დია წერს, ბოლო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ ერთ, წმინ­და პავ­ლეს მო­ნას­ტერ­ში, ვირუ­სის სულ მცი­რე, 8 შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი კი ბე­რე­ბი არი­ან. წმინ­და პავ­ლეს მო­ნას­ტერ­ში კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და. რო­გორც ბერ­ძნუ­ლი მე­დია წერს, ეს არ არის ერ­თა­დერ­თი ტა­ძა­რი ათო­ნის მთა­ზე, სა­დაც კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ათო­ნის მთა­ზე მომ­ლოც­ვე­ლე­ბის ...

Read More »

დღეს ღვთისმშობლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება. წირვა აღევლინება ასევე მახათას მთაზე მდებარე ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს ელოდებიან. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.

Read More »

სახელმწიფო კეთილგანწყობილი თუ არის და ეკლესიასთან ურთიერთობა არ ეთაკილება – მეუფე ანტონი

თუ სახელმწიფო არის კეთილგანწყობილი და არ ეთაკილება ეკლესიასთან ურთიერთობა, მზად ვართ, ვიყოთ იქ, სადაც ხდება სახელმწიფოებრივი ნებისმიერი რამ, ვის უნდა შევუთანხმო, სად წავიდე და სად არა – ასე პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვას ვანი-ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი, რატომ ესწრებიან სამღვდელო პირები მმართველი პარტიის საარჩევნო შეხვედრებს და იქონიებს თუ არა ეს გავლენას მოქალაქეების არჩევანზე. როგორც მიტროპოლიტი ამბობს, ეკლესია ყოველთვის არსებულ ხელისუფლებას უჭერს მხარს და ...

Read More »

“როგორ ვებრძოლოთ ავადმყოფობას?” – პატრიარქის ქადაგება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ქადაგება: „როგორ უნდა ვებრძოლოთ ავადმყოფობას? უპირველესყოვლისა, პირადი ჰიგიენა, სისუფთავე და ხშირი ბანვა ხელებისა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ფიქრობდეს და უვლიდეს თავის პირის ღრუს. პირის ღრუ არის მთავარი ადგილი, სადაც ინფექცია გროვდება. სისუფთავე, ლოგინის სისუფთავე, ტანსაცმლის სისუფთავე, სახლის სისუფთავე, სუფთა ჰაერი… როცა გამოვდივართ ოთახიდან ფანჯარა ღია უნდა იყოს, რომ გასუფთავდეს ჰაერი. ...

Read More »

„ეს ძლიერი ხატია, ამიტომ ყოველ ოჯახში უნდა იყოს ეს ხატი“ – რომელ ხატზე საუბრობს ილია მეორე

ილია მეორემ ყოველთა წმინდანთა დღესასწაულზე მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ ყველა ოჯახში უნდა იყოს ხატი საქართველოს დიდება. „ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის ყოველთა წმიდათა დღესასწაული. საქართველო მდიდარია წმინდანებით. საქართველო ეძებდა უცხოეთში სიმდიდრეს კი არა, ოქროსა და ვერცხლს კი არა, ეძებდა მადლსა. წმინდა სამება აძლევდა მადლსა და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანაა, მადლი უხვად ეფინება საქართველოს. როცა მე ...

Read More »

“ხშირად ვამბობთ, რომ არ გვყოფნის წამალი, ეს არის ზებუნებრივი მოვლენა, ღმერთისგანაა…”

ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი იბნევა, ვერ ხსნის მოვლენებს, არ უნდა დაიბნეთ, გვახსოვდეს, ეს არის ღვთისგან, ღმერთი გვიგზავნის და ღმერთი მოგვმადლებს სიხარულს – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „ადამიანის ცხოვრებაში მრავალი დღე და წელიწადია, როდესაც ჩვენ არ გვესმის, რა ხდება? რა მოვლენაა? დღევანდელი მდგომარეობა ეს გაუგებარი მოვლენაა, ადამიანი ვერ ახსნის ამ მოვლენას. ჩვენ ხშირად ვამბობთ, ...

Read More »

უკრაინის საპატიო პატრიარქს, ფილარეტს კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტს კორონავირუსი დაუდგინდა. ის ახლა მკურნალობას საავადმყოფოში გადის. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ფილარეტის ხელმძღვანელობით უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა. ავტოკეფალიის მიღების შემდეგ ფილარეტმა საპატიო პატრიარქის წოდება მიიღო.

Read More »