ბოლო სიახლეები

მთავარი

“მთავარია, არ იყოს ღალატი ოპოზიციის რიგებში”

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ამ წუთას დავბრუნდი აქციიდან. მიხარია, რომ საბრძოლო განწყობაა. აქცია არ იშლება და დღეის სწორს – მომავალ კვირას შედგება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია. არავინ აპირებს ივანიშვილის დალაგებულ პარლამენტში შესვლას. უნდა დაიშალოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რისთვისაც საჭიროა რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გამოიწვიოს საკუთარი წარმომადგენელი, რის შემდეგაც ეს კრიმინალური კომისია შეწყვეტს ფუნქციონირებას. ყველაფერი ისე ...

Read More »

გერმანიაში დღეიდან ოთხკვირიანი ნაწილობრივი კარანტინი ამოქმედდა

გერმანიაში დღეიდან ოთხკვირიანი ნაწილობრივი კარანტინი ამოქმედდა. დაიხურა რესტორნები, კაფეები და ბარები, ასევე სპორტდარბაზები და აუზები. მოქალაქეებს მოუწოდებენ, სოციალური კონტაქტები მინიმუმამდე შეამცირონ. ღიაა სკოლები და მაღაზიები, ეკლესიებში დასაშვებია მსახურება, ასევე ნებადართულია საპროტესტო აქციების გამართვა.

Read More »

იზმირში მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ, მაშველებმა სამი წლის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ, მაშველებმა სამი წლის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. გოგონა დედასთან და სამ და-ძმასთან ერთად მოყვა ნანგრევებში. ის მაშველების მიერ გადარჩენილი 106-ე ადამიანია. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანამდე, მაშველებმა ნანგრევებში გატარებული 58 საათის შემდეგ, 14 წლის გოგონა ამოიყვანეს. თურქეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ იზმირში 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 76 ადამიანი, 962 კი დაშავდა.

Read More »

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 650 თბილისში, 389 აჭარაში, 441 კი იმერეთში დაფიქსირდა

დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 1 852 შემთხვევიდან, თბილისში დადასტურებულია 650 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 441, ქვემო ქართლში – 68, შიდა ქართლში – 51, გურიაში – 28, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 114, კახეთში – 20, მცხეთა-მთიანეთში – 51, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13 – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ ...

Read More »

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. „სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“ –  წერს გიორგი გახარია.

Read More »

„ბარსელონას“ ნოემბრის დასაწყისში გაკოტრება ემუქრება

„ბარსელონა“ 2021 წლის დასაწყისში გაკოტრებულად გამოაცხადებს თავს, თუ ვერ მოელაპარაკება თავის მოთამაშეებს ხელფასის შემცირებაზე. 28 ოქტომბერს, თანამდებობა დატოვა კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ – „ბარსელონაში“ ხელმძღვანელობა პირველად შეიცვლება ბოლო ექვს წელიწადში. პრეზიდენტის მიმართ ბევრი პრეტენზიაა, ერთ-ერთი მთავარი – ღრმა ფინანსური კრიზისი, რაც მისმა მმართველობამ გამოიწვია. როგორც ირკვევა, პრობლემა იმაზე სერიოზულია, ვიდრე აქამდე ჩანდა. რადიოსადგურ RAC1-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ 5 ნოემბრამდე უნდა ...

Read More »

„ნაციონალური მოძრაობა“ სხვა პარტიებზე ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს – თალაკვაძე

ჩვენ გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები, რათა სხვა პარტიებიც შესულიყვნენ პარლამენტში და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ ამის შესაძლებლობა რეალურად მიეცათ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „რომ არა ეს დემოკრატიული რეფორმები, სხვანაირად ისინი ვერ მოხვდებოდნენ პარლამენტში. გახსოვთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პოლიტიკური სივრცე ჰქონდა ჩაკეტილი. ოპოზიციაშიც გადასვლის შემდეგაც იმავეს აკეთებდნენ –  მონოპოლია ჰქონდათ ოპოზიციაზე და სხვა ...

Read More »