ბოლო სიახლეები

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი დღეს კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის, -ამის შესახებ ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, წინა სავალუტო აუქციონი სებ-მა 16 სექტემბერს გამართა და 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

Read More »

ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის საგარეო ვალი 3-ჯერ, დაახლოებით 13.3 მილიარდი ლარით გაიზარდა

ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის საგარეო ვალი 3-ჯერ, დაახლოებით 13.3 მილიარდი ლარით გაიზარდა. მთავრობის საგარეო ვალის დინამიკა წლიდან წლამდე მზარდია და ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე წელი, რამდენადაც 2020 წლის ბოლომდე საქართველოს მთავრობა საგარეო ვალის 6.1 მილიარდი ლარით ზრდას გეგმავს. რაც შეეხება წინა წლების დინამიკას, საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 2003 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 3.2 მილიარდ ლარს (1.5 მლრდ აშშ ...

Read More »

“ვისაც იჯარიდან ჰქონდა შემოსავალი ან შეუმცირდა ან საერთოდ დაკარგა”

“უძრავი ქონების ბაზარი განიცდის სტაგნაციას” – ამის შესახებ BM.GE-ის უძრავი ქონების სფეროს ექსპერტმა შოთა გუჯაბიძემ განუცხადა. როგორც გუჯაბიძე ამბობს, კომერციული ფართების გაქირავების ნაწილში ყველაზე მეტად იმ ფართების მფლობელებს გაუჭირდათ, რომლებიც ქონებას სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებზე აქირავებდნენ. თუმცა, საიჯარო ქირის შემცირება დაიწყეს მსხვილმა კომპანიებმაც. “უძრავი ქონების ბაზარი განიცდის სტაგნაციას. უშუალოდ გაქირავების ბაზარზე რომ ვისაუბროთ, ყველაზე მეტად გაუჭირდა სარესტორნე ბიზნესს, იმიტომ, რომ თუნდაც ...

Read More »

თუ არ დავიწყეთ გახსნა, მომავალი წლის ტურისტულ სეზონსაც ვერ გადავარჩენთ – ცოტნე ჯაფარიძე

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მთავრობისგან რეგულარული ფრენების აღდგენას მოითხოვენ. მიუხედავდა იმისა, რომ პრემიერმა დაანონსა 1 ოქტომბრიდან wizz air-ის მიერ ფრენების აღდგენა, ტურისტული ბიზნესი ამბობს, რომ წელს ინდუსტრიას მაინც არაფერი ეშველება, ამიტომ თვლიან, რომ თუ ქვეყანა საზღვრებს არ გახსნის და არ აღადგენს ავიამიმოსვლას ე.წ მწვანე ზონის ქვეყნებთან, ტურიზმში მომავალ წელსაც ისეთივე კრიტიკული მდგომარეობა იქნება, როგორც წელს იყო. „რეგულარული ფრენები თუ არ აღდგა ...

Read More »

ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ფრენის სიხშირე შესაძლოა, გაიზარდოს – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

დადებითი ეპიდემიოლოგიური დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან, „ვიზეარის“ მიერ ქუთაისიდან რიგის მიმართულებით განხორციელებული ფრენის სიხშირე შესაძლოა გაიზარდოს. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. სააგენტოს ცნობით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის შემდეგ, რიგა-ქუთაისი-რიგა მეოთხე საერთაშორისო მიმართულებას წარმოადგენს, რომელზეც რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ რეისებზე ბილეთების შეძენისაგან. „ავიაკომპანია „ვიზეარი“ ...

Read More »

5 ოქტომბრიდან “აწარმოე საქართველოში” – მცირე მეწარმეების მხარდასაჭერი პროგრამა ფართოვდება – გახარია

5 ოქტომბრიდან “აწარმოე საქართველოში” – მცირე მეწარმეების მხარდასაჭერი პროგრამა ფართოვდება „ჩვენ ივნისში დავაანონსეთ ანტიკრიზისული ღონისძიებების ერთ-ერთი კომპონენტი მიკრო გრანტების პროგრამა, რომელიც არის „აწარმოე საქართველოს“ ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ძალზედ პოპულარული და ეფექტური იყო ბოლო წლების განმავლობაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ პროგრამით ისარგებლა საქართველოს 9400-მა მოქალაქემ. ჩვენ გავზარდეთ ამ პროგრამის ბიუჯეტი 41 მილიონამდე და ასევე, ერთჯერადი დაფინანსების მოცულობაც. ეს იყო 20 ...

Read More »

ბიზნესომბუდსმენის აპარატმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ბიზნეს ასოციაციებს მონიტორინგის გამკაცრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სექტორული ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ინსპექტირების პროცესში ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ინსპექტირების პროცესში მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დასვეს კითხვები. „ვაგრძელებთ შეხვედრებს ბიზნეს ასოციაციებთან და ...

Read More »