ბოლო სიახლეები

არჩევნები 2020

სამტრედიაში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანეს

სამტრედიაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დევი ჭანკოტაძის საარჩევნო ბანერს საღებავი შეასხეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გოჩა კუპრავას განცხადებით, აღნიშნული ფაქტი მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის წახალისებული. „ეს არის ხელისუფლების დაკვეთით გაკეთებული. ჩვენი კანდიდატის საარჩევნო ბანერის დაზიანებას წინ უძღოდა ხელისუფლების სურვილი დაეფარა აღნიშნული ბანერი. ხელისუფლებამ უკანონოდ მოისურვა დევი ჭანკოტაძის ბანერის წინ გაეკეთებინა კიდევ ერთი ბანერი წარწერით „სამტრედია 150 წლის“, რომელიც ...

Read More »

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გადადების საკითხი არ განიხილება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით საკითხი არ განიხილება. „ყველა პროცედურა და წესი თითქმის უკვე გაწერილია. ეს თანხმდება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად და ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო იყოს შექმნილი არჩევნების დღეს და ასევე წინასაარჩევნო პროცესში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ განვიხილავთ საკითხს არჩევნების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით. ასევე, სრული მობილიზება გვაქვს ...

Read More »

Edison Research-ის წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევა (ვიდეო)

Edison Research-ის წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევა https://formulanews.ge/uploads_script2/news/video/SAQARTVELO%20IRCHEVS%202020%2015.09.2020.mp4

Read More »

არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ჯამში ხმის უფლების მქონეთა 94% აპირებს

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ჯამში საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 94%  აპირებს. უფრო კონკრეტულად, გამოკითხული რესპონდენტების 75% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად მიიღებს. 19% კი ამბობს, რომ “ალბათ მიიღებს”. კვლევისვე მიხედვით, მოსახლეობის 3% არჩევნებში მონაწილეობას “ალბათ არ მიიღებს”. 3% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად არ მიიღებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 25 აგვისტო ...

Read More »

კვლევა: ბაქრაძე, ვაშაძე, გრ. ვაშაძე, სააკაშვილი – ვინ სურთ ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, რესპონდენტების ყველაზე დიდი წილი – 25% – ამბობს, რომ ოპოზიციური კოალიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, დავით ბაქრაძე უნდა იყოს. პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: დავით ბაქრაძე – 25%; გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) – 19%; გრიგოლ ვაშაძე – 18%; მიხეილ სააკაშვილი – 15%; აღსანიშნავია, რომ ეს კითხვა დაუსვეს იმ ამომრჩევლებს, რომელთაც პარლამენტის მმართველის როლში არა ქართული ოცნების, არამედ სხვა პარტი(ებ)ის ხილვა სურთ. ...

Read More »

Edison Research: უმეტესობას პარლამენტის მმართველის როლში ახალი პარტიის(ების) ხილვა სურს

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას, 57%-ს, სურს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარლამენტის მმართველის როლში ახალი პარტია ან პარტიები იხილოს. შესაბამისად, 43% ამბობს, რომ სურს, უმრავლესობაში “ქართული ოცნება” დარჩეს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 25 აგვისტო – 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი ...

Read More »

მოვწყდი მედია-სივრცეს, 7 ათას ადამიანს პირადად შევხვდი – რას წერს ნიკა მელია

ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს: “Edisson Reaserch- ის კვლევის ეს შედეგი მარტო მე კი არა, ყველა იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც ძალიან აქტიურადაა ჩართული ჩემს საარჩევნო კამპანიაში და 24 სააათი ჩემ გვერდითაა ეს სამი თვეა. მადლობა შტაბის წევრებს, თანაპარტიელებს და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც თავს არ ზოგავენ ჩემი, როგორც საერთო ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებისთვის. ...

Read More »