ბოლო სიახლეები

სპორტი

ფეხბურთელებმა „გრანადასთან” მაქსიმუმი უნდა გამოავლინონ

„ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელიც კარგ ფეხბურთს აჩვენებს და ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ცხადია, ფავორიტი ესპანური გუნდია. მაგრამ სენსაციები უკვე მოვახდინეთ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ – ეს თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ევროპის ლიგაზე „გრანადასთან“ შეხვედრამდე განაცხადა. თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გუნდის მოტივაციაზე ილაპარაკა. „აქ თამაში ჩემთვის გამოწვევა და დიდი სიამოვნებაა. ვნახოთ, როგორი თამაში შეგვიძლია. ცარიელი სტადიონი ჩვენთვის ჩვეული ამბავია, ესპანელებისთვის კი უჩვეულო. ...

Read More »

ჰოკეის ეროვნული ლიგა სრულფასოვანი სეზონის ჩატარებას აპირებს

მომდევნო სეზონში ჰოკეის ეროვნული ლიგა სრულფასოვანი რეგულარული ჩემპიონატის ჩატარებას გეგმავს – თითო გუნდისთვის 82 მატჩით და ოთხრაუნდიანი პლეი ოფით – განაცხადა NHL-ის კომისარმა გარი ბეტმენმა. მან არ გამორიცხა, რომ ახალი ჩემპიონატი დეკემბრის ბოლოს დაიწყება, შესაძლოა, იანვარში. თავდაპირველი გეგმით, ლიგა მომდევნო სეზონის დაწყებას პირველ დეკემბერს აპირებდა. „ვფიქრობ, რომ მომდევნო სეზონი სრული მოცულობით გაიმართება. თითოეული გუნდი 82 მატჩს ჩაატარებს და პლეი ოფიც ...

Read More »

„არსენალმა“ ზედიზედ მეორე ლონდონური დერბი მოიგო (ვიდეო)

„არსენალმა“ პრემიერლიგის ახალი გათამაშების სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო – მიკელ არტეტას გუნდმა ისევ ლონდონურ დერბიში გაიმარჯვა, ამჯერად, „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ – 2:1. 25-ე წუთზე „არსენალი“ ალექსანდრ ლაკაზეტმა დააწინაურა, რომელმაც პიერ-ემერიკ ობამეიანგის პასის შემდეგ თავით გაიტანა. ეს ფრანგის 50-ე გოლი იყო „არსენალის“ რიგებში. პირველი ტაიმის მიწურულს „ვესტ ჰემმა“ ანტონიოს გოლით გაათანაბრა, მაგრამ მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესულმა ედვარდ ნკეტიამ „არსენალს“ მოაგებინა.

Read More »

დიოგო ჟოტა ოფიციალურად „ლივერპულის” ფეხბურთელია

პორტუგალიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი დიოგო ჟოტა „ვულვერჰემპტონიდან” „ლივერპულში” გადავიდა. ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა ამ ტრანსფერის შესახებ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა. 23 წლის ჟოტა „ვულვზში” გადასვლამდე „ატლეტიკოში“, „პორტუსა“ და „ფერეირაში“ თამაშობდა. ინგლისური კლუბის რიგებში მან 131 მატჩი ჩაატარა, 44 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. პორტუგალიის ნაკრებში დიოგოს ოთხი მატჩი და ერთი გოლი დაუგროვდა. “ლივერპულში“ ჟოტამ მე-20 ნომერი აირჩია. ბრიტანული პრესის ...

Read More »

ნადალი რომის „მასტერსს“ სენსაციურად გამოეთიშა (ვიდეო)

სენსაციურად დასრულდა რომის „მასტერსზე“ მეოთხედფინალი ესპანელ რაფაელ ნადალსა და არგენტინელ დიეგო შვარცმანს შორის. ორ საათსა და ოთხ წუთში შვარცმანმა 6:2, 7:5 გაიმარჯვა და ამ მატჩს თავის კარიერაში საუკეთესო უწოდა. არგენტინელმა ყველა კომპონენტში აჯობა „გრუნტის“ მეფეს – ბრეიკ-პოინტებისა და ბრეიკების რაოდენობით (5/9 – 2/5), „ვინერსებით“ (31-21), უნებლიე შეცდომებით (17-30). ნადალმა ძალიან ცუდად თამაშობდა საკუთარ გეიმებში – პირველ მოწოდებაზე ქულების მხოლოდ 48 ...

Read More »

ბათუმის „დინამო“ საქართველოს თასიდან გამოვარდა – შესაძლოა, გეგუჩაძემ გუნდი დატოვოს

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე მერთვედფინალის ორი შეხვედრა გაიმართა – სენსაციური შედეგი დაფიქსირდა თბილისში, ტექნიკურ ცენტრ ბაზაზე, სადაც ლიგა 2-ის გუნდმა, „გაგრამ“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. „გაგრამ” დაადასტურა, რომ სათასო გუნდია და დიდი სენსაციის ავტორი გახდა. 38-ე წუთზე, ბათუმელთა ნიგერიელმა ლეგიონერმა გოდფრი ობოაბონამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. დიდი მცდელობის მიუხედავად, სტუმრებს არაფერი გამოუვიდათ და „გაგრა“ მეოთხედფინალში გავიდაა. მატჩის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის ...

Read More »

ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში გამოიძახეს

30 ფეხბურთელი გამოიძახა არგეტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის. განაცხადში ვხედავთ „ბარსელონას“ ფორვარდს ლიონელ მესის. აღსანიშნავია, რომ გაფართოებულ სიაში არ არის არც ერთი ფეხბურთელი არგენტინის ჩემპიონატიდან. მეკარეები – ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, ინგლისი), ხუან მუსო (უდინეზე, იტალია), აგუსტინ მარკეზინი (პორტუ, პორტუგალია); მცველები – ხუან ფოიტი (ტოტენჰემი, ინგლისი), რენცო სარავია (ინტერნაციონალე, ბრაზილია), ხერმან პეცელია (ფიორენტინა, იტალია), ლეო ...

Read More »