ბოლო სიახლეები

თავდაცვა

ტერიტორიულ რეზერვში დარეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

2020 წელს ტერიტორიული რეზერვის პროგრამით, წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტი მოქალაქე დაინტერესდა. საქართველოს ეროვნულ გვარდიაში რეზერვის პროგრამით დაინტერესებული მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესი სრულდება. სამხედრო მოსამსახურეებმა რეზერვისტობის მსურველებს რეგისტრაციამდე პირობები დეტალურად კიდევ ერთხელ გააცნეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ. ეროვნული გვარდიის მონაცემებით წელს დარეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა, 2018-2019 წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. სტატისტიკის მიხედვით, რეზერვში დარეგისტრირებულთა რიცხვი ქვეყნის მასშტაბით ...

Read More »

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოშია

საქართველო მრავალეროვნული სწავლებისთვის „ღირსეული პარტნიორი 2020“ აქტიურად ემზადება. წვრთნაში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემი „Ocean Freedom“ ფოთის პორტში უკვე შემოვიდა. გემიდან ჩამოიტვირთა ამერიკული სამხედრო ტექნიკა – საბრძოლო ჯავშანმანქანები „სტრაიკერი“, ჯავშანმანქანები „ჰამერი“ და ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანები და არტილერია, რომელიც ფოთის პორტიდან სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გადაადგილდა. ამერიკული სამხედრო ტექნიკის კონვოი სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე 6 და 8 ...

Read More »

სუს-ი – სოფელ ყარაფილას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განხორციელდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განხორციელდა – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას. მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „აღნიშნული წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც არსებით საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების თაობაზე ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სახმელეთო სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ როჯერ კლუტიეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის უწყება ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურს მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სახმელეთო სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ როჯერ კლუტიეს შეხვდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ნატო-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებსა და სამხედრო სწავლებებს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო აძლიერებს და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას ხელს უწყობს. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ...

Read More »

თავდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დანიშნულების მაღალი გამავლობის ახალი ავტომანქანები შეიძინა

თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის „ტოიოტა ლენდ კრუიზერის“ მაღალი გამავლობის „ამბულანსების“ გადაცემის ცერემონია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო ავტომობილები თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობაში გადანაწილდება. ახალი სატრანსპორტო საშუალებები ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს სწრაფად და ეფექტურად გადაადგილების შესაძლებლობას. ახალი „ამბულანსებით“ დაკომპლექტების პროცესი თავდაცვის ძალებში კვლავ გაგრძელდება. თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს თავდაცვის უწყების ახალი სპეცტექნიკით განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ახალი ავტომობილების გადაცემის ...

Read More »

სამხედრო სამსახურში გაწვევა ერთი თვით გადავადდა

კორონავირუსთან დაკავშირებით სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა ერთი თვით 13 აპრილამდე გადავადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე მოქალაქეებს, რომლებსაც, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

Read More »

მეთაურის მხრიდან რიგითს ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

2020 წლის პირველ თებერვალს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. “მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ ლოჯისტიკურ სარდლობას დაქვემდებარებულ ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ათეულის მეთაურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ათეულის რიგითს. კონფლიქტის მიზეზი ათეულის მეთაურის მიერ რიგითისათვის მიცემული შენიშვნა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ რიგითის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და გარეგნული დათვალიერებით არ ...

Read More »