ბოლო სიახლეები

სამართალი

მალე მეც დამიჭერენ – მიხეილ რამიშვილი

მალე მეც ვიქნები ბრალდებული და მეც დამიჭერენ! – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, ისიც დააკავონ. “მალე მეც ვიქნები ბრალდებული და მეც დამიჭერენ. განცხადება გავაკეთე, რომ ეს არის პირდაპირი მიმართულება, რომ დამნაშავეს აფარებენ ხელს, არ უნდათ ეს კაცი ამერიკაში წავიდეს და ჩამოიტანოს დამატებით ექსპერტების დასკვნები ...

Read More »

ფონიჭალაში ნარკორეალიზების ბრალდებით 11 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ნ.ა., 1973 წელს დაბადებული ი.ა., 1987 წელს დაბადებული კ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.გ.,1967 წელს დაბადებული დ.ფ., 1976 წელს დაბადებული ს.გ., 1999 ...

Read More »

მიხეილ რამიშვილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ რამიშვილი მოწმის სახით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს, 23 სექტემბერს დაიკითხება. ამის შესახებ ინფორმციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყება კიდევ ერთხელ განმარტავს, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის ექსპერტიზასთან დაკავშირებით ჩატარებულ მოქმედებებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არ მომხდარა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის დათვალიერება და გამოთხოვა, ვინაიდან, აღნიშნული არ წარმოადგენს გამოძიების ინტერესის საგანს. უწყების ინფორმაციით, მობილურის ...

Read More »

საბაჟო საზღვარზე 35 000 ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ნაკეთობების მალულად გადმოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, რა დროსაც მოხდა მისი მხილება“ – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ...

Read More »

მიხეილ რამიშვილი ცდილობს, თავის გარშემო ემოციური ფონი შექმნას – პროკურორი

მიხეილ რამიშვილი ცდილობს, თავის გარშემო ემოციური ფონი შექმნას – ამის შესახებ პროკურორმა დავით გუმბერიძემ ექსპერტიზის ბიუროში შესვლამდე განაცხადა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის ექსპერტიზა ხორციელდება. ამასთან, პროკურორი აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, პროკურატურა სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქმედებს. „ჩვენ ავიღეთ განჩინება, რაც შეეხება მიხეილ რამიშვილსა და დავით ფურცხვანიძეს შორის კომუნიკაციას და სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებულ საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. გუშინ, როდესაც ...

Read More »

პოლიციამ კასპში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ კასპში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კასპში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ...

Read More »

მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სარაგბო კლუბ „იუნკერების“ მოთამაშისა და საქართველოს რაგბის ეროვნული შვიდკაცა ნაკრების კაპიტნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე ბრალდებულ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. დაცვის მხარე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და 20 ...

Read More »