ბოლო სიახლეები

Monthly Archives: აგვისტო 2020

“ქართული” კორონავირუსი ემიგრანტებისთვის მოგონილი ბარიერია, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არ ჩამოვიდნენ – ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის პირად გვერდზე სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ქართული ოცნების პარტიის 5 თანამშრომელს დაუდასტურდა კორონა. ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს რომ კორონა ადამიანს შეიძლება აღმოაჩნდეს ორი კვირის მანძილზე და ამიტომ რიგით მოქალაქეებს 2 კვირით აპატიმრებს. მიუხედავად მათი, ამ განცხადებისა ქართული ოცნების პარტიის თანამშრომლები, (მათ შორის ირაკლი კობახიძე) არ არიან იზოლირებულები და ისინი მედიასთანაც კი თავისუფლად ურთიერთობენ. აღარაფერს ვამბობ ...

Read More »

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა, სავარაუდოდ საკმარისი არ იქნება – CNN

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება. ამის შესახებ CNN-ი იმ კომპანიებზე დაყრდნობით წერს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ვაქცინის წარმოებაში. გამოცემის მიხედვით, ექვსი ფარმაცევტული კომპანია მუშაობს კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინაზე, ამასთგან ორი – Moderna და Pfizer-ი კლინიკური ცდის მესამე ეტაპზე არიან, მათი განცხადებით, საცდელი აცრების დროს 30 000-მდე მოხალისეს ვაქცინის ორი დოზა დასჭირდა. Moderna-ს შემთხვევაში, პირველ და მეორე აცრებს შორის ...

Read More »

ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმზე გადავიდა – რას უნდა ველოდოთ უახლოეს ორ თვეში და არჩევნების შემდეგ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილია და შესაბამისად,  პოლიტიკურ პარტიებსაც, კანონის მიხედვით, როგორც გარკვეული შეზღუდვები უწესდებათ და ასევე პრივილეგიებიც ენიჭებათ. ქვეყანა უკვე წინასაარჩევნო რეჟიმში ოფიციალურად გადავიდა და 31 ოქტომბრამდე პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო აგიტაციის უფლება კანონის ყველა დაცვით მიეცემათ. „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 2020 წლის პარლამენტი სხვა ყველა საკანონმდებლო ორგანოებისგან იმით იქნება განსხვავებული, რომ მასში საკმაოდ ბევრი პოლიტიკური პარტია თავს ...

Read More »

არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი – დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილის განცხადებით არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა. „იქნება პრევენციულად დადგენილი ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ დაშინების, ხმის მიცემის ფარულობის წესების მკაცრ დაცვას. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება ამ წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული“ – განაცხადა დავით მათიკაშილმა.

Read More »

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 94 ადამიანს ჩაუტარდა. 31 აგვისტოს მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ 330 ადამიანს გამოუვლინდა, მათგან 120 პაციენტი განიკურნა, 4 კი – გარდაიცვალა.

Read More »

ვულოცავ ყველა ახალგაზრდას გამოცდების წარმატებით დასრულებას – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველკურსელებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს. „ვულოცავ ყველა ახალგაზრდას ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და სტუდენტობას. ამ წლების განმავლობაში თქვენს მიერ შეძენილი ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი შექმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს! წარმატებებს გისურვებთ და მინდა, ირწმუნოთ, რომ თქვენს შრომაზე, შესაძლებლობასა და მონდომებაზეა დამოკიდებული თქვენი მიღწევები!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

Read More »

1-4 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება: დაბლობსა და ბარში 33-38, მთაში 31-36, სანაპირო რაიონებში კი 30-35 გრადუსამდე. 1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. „მოსალოდნელი მეტეოროლოგიური სიტუაცია (ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი) შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს“, – აცხადებენ ...

Read More »