ბოლო სიახლეები

Daily Archives: აგვისტო 5, 2020

ენგურის ხიდი ცალმხრივად ისევ გაიხსნა

ენგურის ხიდი ცალმხრივად ისევ გაიხსნა. მოქალაქეებს დღეიდან, საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვალა 9 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ. მოქალაქეები ხიდზე დილიდან გადადიან, თუმცა ტრანსპორტი არ მოძრაობს და მათ ტვირთით დაახლოებით 2 კმ-ის ფეხით გავლა უწევთ. ენგურის ხიდი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დროებით და ცალმხრივად გაიხსნა. ენგურის ხიდზე გადაადგილება დე ფაქტო მთავრობამ პანდემიის გამო 14 მარტიდან აკრძალა. თუმცა ბოლო თვეებში რამოდენიმეჯერ ცალმხრივად გახსნა. ...

Read More »

„ლესის“ სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

„ლესის“ სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. შეზღუდვის მიზეზი სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებაა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 00:00 საათზე აღდგება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეფერხების ზუსტი მიზეზი „საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 39კმ-ში, ჯუმათი-ლანჩხუთის გადასარბენის (კმ68 პკ2-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ე.წ. ...

Read More »

Twitter-ს მომხმარებელთა მონაცემების მიზნობრივი რეკლამის გამო $250 მილიონამდე ჯარიმა ემუქრება

ამერიკულ კომპანია Twitter-ს შესაძლოა ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ $150-დან $250 მილიონამდე ჯარიმა დააკისროს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი მიზნობრივი რეკლამისთვის მომხმარებელთა მონაცემების გამოყენება გახდა. კერძოდ 2013-2019 წლებში Twitter-მა მიზნობრივი რეკლამისთვის გამოიყენა ტელეფონის ნომრები და საფოსტო მისამართები, რომლებიც კომპანიას მომხმარებელმა ანდო. კომპანია შესაძლოა პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაჟონვაშიც დაადანაშაულონ.[sg_popup id=”28394″ event=”inherit”][/sg_popup]

Read More »

Google-მა სმარტფონი Pixel 4A წარადგინა (ვიდეო)

კომპანია Google-მა სმარტფონი Pixel 4A წარადგინა. მოწყობილობას აქვს 5,81 დუმიანი ეკრანი და Snapdragon 730G პროცესორი. ოპერატიული მახსოვრობის მოცულობა კი 128 გიგაბაიტია. Pixel 4a ბაზარზე 20 აგვისტოდან გამოვა და მისი ფასი $349 იქნება. Google-მა ასევე განაცხადა, რომ 2020 წლის შემოდგომაზე ახალ Pixel 5-ს და Pixel 4A-ს 5G-ს მხარდაჭერით გამოუშვებს. ახალი სმარტფონების შესახებ დამატებით დეტალებს კომპანია ჯერ არ ავრცელებს.[sg_popup id=”28394″ event=”inherit”][/sg_popup] The new Google Phone goes by many ...

Read More »

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის საგამოცდო პროცესი შეაჯამა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული 39 300-ზე მეტი აბიტურიენტიდან გამოცდებზე დაახლოებით 94% გამოცხადდა, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული 3 600-ზე მეტი სტუდენტიდან გამოცხადდა 78%-ზე მეტი გამოსაცდელი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მედიის წარმომადგენლებთან 2020 წლის საგამოცდო პროცესი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მასწავლებლის საგნის გამოცდებზე 12 000-მდე დარეგისტრირებული მსურველიდან მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 88%-მა, ხოლო სამაგისტრო გამოცდაზე 12.600-ზე მეტი დარეგისტრირებულიდან გამოცხადდა ...

Read More »

დინამოს და ელიავას ბაზრობაზე 923 ტესტი ჩატარდა – ყველა პასუხი უარყოფითია

„ლილოს“ ბაზრობაზე კორონავირუსზე სულ 4731 ადამიანი გამოიკვლიეს, მათან ვირუსი მხოლოდ 6-ს აღმოაჩნდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, შერჩევითი პრინციპით ტესტირებები ჩატარდა დინამოსა და ელიავას ბაზრობებზეც. „შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტესტირება ჩავატარეთ დინამოსა და ელიავას ბაზრობაზე. 500-500 ადამიანი იქნა დაგეგმილი. დინამოდან 487 გამოვიკვლიეთ და არცერთი არ იყო დადებითი შემთხვევა, ხოლო ელიავას ბაზრობაზე გამოვიკვლიეთ 436 და აქ ...

Read More »

ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის მიწისზედა ურნები აღარ იქნება – კახა კალაძე

ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის მიწისზედა ურნები აღარ იქნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ნარჩენების ურნები ჭავჭავაძის გამზირზე პირველად განთავსდა მიწის ქვეშ. აღებული გვაქვს ვალდებულება ნარჩენების გადამუშავების და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა დაწყებულია. ასევე, ვმუშაობთ ნარჩენების ქარხნის მშენებლობის საკითხზე. ჭავჭავაძეზე საძირკველი უკვე ჩავასხათ მიწის ნარჩენების ურნებისთვის. ეს ურნები პრობლემას წარმოადგენდა ვიზუალურად, სუნით. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ნარჩენების დაცლა ...

Read More »