ბოლო სიახლეები

Daily Archives: აგვისტო 6, 2020

უძილობა გაცილებით მალე კლავს, ვიდრე შიმშილი – უცნობი ფაქტები ძილზე

ის ცოდნა, რაც ძილის შესახებ გვაქვს, კაცობრიობამ ბოლო 25 წლის მანძილზე დააგროვა, თუმცა მეცნიერები და მკვლევარები ახალ-ახალ ინფორმაციას ყოველდღიურად იპოვებენ. ამჯერად ერთად თავი ძილის შესახებ ყველაზე საინტერესო ფაქტებს მოვუყარეთ. 1. ადამიანების 12% სიზმრებს მთელი ცხოვრება შავ-თეთრ ფერებში ხედავს. ფერადი ტელევიზიის გამოგონებამდე კი კაცობრიობის მხოლოდ 15% ხედავდა ფერად სიზმრებს. 2. კატა ცხოვრების 2/3-ს ძილში ატარებს, თუმცა ეს კატების მფლობელებისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ...

Read More »

მსოფლიოში პირველი ელექტონული პირბადის წარმოება საქართველოში იწყება

ლუგარის ლაბორატორიის დასკვნით, საქართველოში დამზადებული ელექტრონიღაბი ინფექციების პრევენციისთვის ეფექტურია. “კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ელექტრონულ რესპირატორს “MIZ-MASK” გერმიციდული ნათებით გააჩნია ბაქტერიოციდული ეფექტი და იგი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბაქტერიული ინფექციების გამომწვევთა წინააღმდეგ. კვლევა ჩატარდა ორჯერ და ორივე შემთხვევაში შედეგები იყო იდენტური“ – ნათქვამია 21 ივლისს შედგენილ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ წერილში. როგორც იდეის ავტორი დავით მიზანდარი აცხადებს, MIZ-MASK ...

Read More »

Samsung-მა ბოლო მოუღო ყველანაირ ჭორებს – ახალი კოლექცია (ფოტო)

5 აგვისტოს ღონისძიებაზე Samsung-მა ბოლო მოუღო ყველანაირ ჭორებს, ლიქსებს (leaks), მომხმარებლების მოლოდინს და ოფიციალურად წარადგინა ნოუთ სერიის ფლაგმანები: Galaxy Note 20 და Note 20 Ultra. Galaxy Note 20 Ultra არის მოწყობილობა, რომელიც დღესდღეობით ბაზარზე აწესებს სტანდარტს – თუ რას წარმოადგენს ჭეშმარიტად მძლავრი ფლაგმანური სმარტფონი. ის წარმოდგენილია უზარმაზარი, 6.9 ინჩიანი 120 ჰერციანი დინამიური AMOLED (ეკრანის კორპუსთან თანაფარდობა – 91.6%) უსაზღვრო ეკრანით, ...

Read More »

7-8 აგვისტოს ფილმი „შინდისი“ 20-ზე მეტ ქვეყანაში იქნება ნაჩვენები

7 და 8 აგვისტოს მხატვრული ფილმი „შინდისი“ ნაჩვენები იქნება 20-ზე მეტ ქვეყანაში – ამის შესახებ ინფორმაციას პროექტის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი ავრცელებს. „რაც მთავარია, ყველა სეანსი იქნება თავისუფალი, ანუ აბსოლუტურად უფასო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ და ასევე ემიგრანტმა ნახოს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ფილმის შექმნის მთავარი მიზანიც ეს იყო! „ისტორია რომელიც უნდა გვახსოვდეს“… ...

Read More »

10 ყველაზე საინტერესო და კრეატიული სამუშაო ოფისი

სამუშაო გარემოსა და თანამშრომლების განწყობაზე, დღეს ბიზნესები ძალიან ბევრს ფიქრობენ და ინვესტიციასაც არ იშურებენ. ინტერნეტ და ტექნოლოგიების ბიზნესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამუშაო ადგილისა და გარემოს შექმნა, სადაც გუნდის წევრების იმუშავებენ ხალისით, ინტერესით  და დაღლის გარეშე. გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია იმ კომპანიების  სამუშაო ოფისებზე, რომლებიც გამოირჩევა კომფორტულობით, საინტერესო და ცხადია, კრეატიული დიზაინით. 1.AOL (America OnLine) – ამერიკული მედია კორპორაცია, რომლის სათაო ოფისი ...

Read More »

2020 წლის ტექნოლოგიები

ტექნოლოგიების მოყვარულებს წინ საინტერესო წელი აქვთ. რუბრიკაში “გალილეო” 2020 წელს მოსალოდნელ რამდენიმე სიახლეზე ვისაუბრებთ, რომელზეც დარგის ექსპერტები ამახვილებენ ყურადღებას. ზოგჯერ მათი პროგნოზი უფრო კონცეპტუალურია, ვიდრე ფაქტობრივი, მაგრამ მაინც – ძალიან საინტერესო. კომერციული გაფრენა მთვარეზე მართალია, 2020 წელს შეიძლება არ მოესწროს პირველი კომერციული გაფრენა მთვარეზე, მაგრამ სპეციალისტების აზრით, მთავარი ფუნდამენტი წელს უკვე ჩაყრება. ვარაუდობენ, რომ მომდევნო წლებში, შემდეგი ეტაპი იქნება ასტეროიდებზე ტურისტული ფრენების ...

Read More »

ინგლისში სამ ცვლილებას აბრუნებენ

ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა საერთო კრებაზე კენჭი უყარეს 2020/21 წლების სეზონში სამი ცვლილების დაბრუნებას. SunSport-ის ინფორმაციით, კლუბები ასევე გამოვიდნენ იმ წესის დაბრუნების წინადადებით, როცა სათადარიგოთა სკამზე შვიდი ფეხბურთელი იმყოფება. 2019-20 წლების სეზონის მეორე ნახევარში, მოთამაშეებზე დატვირთვის გაზრდის გამო, კლუბებს ხუთი შეცვლის უფლება მისცეს, სათადარიგოთა სკამზე კი ცხრა ფეხბურთელი იჯდა. სამი ცვლილების დაბრუნების მთავარი მომხრე იყო „ასტონ ვილა“, რომლის იდეას ბევრმა კლუბმა ...

Read More »