ბოლო სიახლეები

Daily Archives: აგვისტო 7, 2020

სოციალურ ქსელში ინდოეთში ავიაკატასტროფის ადგილიდან ვიდეოკადრები ვრცელდება (ვიდეო)

„ეარ ინდიას“ თვითმფრინავი ქერალაში ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC ცნობით, თვითმფრინავი დუბაიდან მიფრინავდა. ის კალკუტაში დაჯდომის დროს ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა.  ბორტზე 200 მგზავრი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები. მედიის ცნობით, გარდაცვლილია თერთმეტამდე ადამიანი, მათ შორის პილოტი. ამასთან, ადგილობრივი მედია წერს, რომ 30 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. მგზავრების ნაწილი ევაკუირებულია. სოციალური მედიით ვრცელდება კადრები, რომ თვითმფრინავი ორ ნაწილად გაიყო.[sg_popup id=”28394″ event=”inherit”][/sg_popup] ...

Read More »

251 დევნილ ოჯახს „დირსის“ დასახლებაში საცხოვრებელი ბინები გადაეცა (ფოტო)

251 დევნილ ოჯახს თბილისში, „დირსის“ დასახლებაში საცხოვრებელი ბინები გადაეცა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მართალია, დღევანდელი გადაწყვეტილება ზღვაში წვეთია, მაგრამ დევნილი ბავშვების მომავლისთვის ზრუნვა შემდეგშიც გაგრძელდება. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე,  გერმანიის ელში საქართველოში ჰუბერტ ქნირში. რამდენიმე ოჯახს ახალი ბინის გასახები პირადად პრემიერმა გდასცა. „უამრავი დევნილი გვყავს, რომლებსაც სახელმწიფოსგან ზრუნვა სჭირდება. ჩვენს დევნილებს გადავცემთ 251 საცხოვრებელს. ადამიანები, რომლებსაც ...

Read More »

Facebook-ის თანამშრომლები დისტანციურად მუშაობას 2021 წლის ივლისამდე შეძლებენ

Facebook-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კომპანიის თანამშრომლები სახლებიდან მუშაობას კიდევ ერთი წელი შეძლებენ – ამის შესახებ Reuters-ი წერს. „ჯანდაცვისა და სამთავრობო ექსპერტების მითითებების, ასევე, ჩვენი შიდა განხილვების საფუძველზე, თანამშრომლებს ნებას ვრთავთ, 2021 წლის ივლისამდე სახლებიდან იმუშავონ. გარდა ამისა, მათ დამატებით $1,000-ს ვაძლევთ, რომ საჭირო ნივთები შეიძინონ“ – ვკითხულობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Read More »

“რათ მინდა ქალო, გახარიას 200 ლარი?! 200 ლარის “ტრიკორაჩკებს” ვყიდულობ…” (ვიდეო)

“კომედი შოუ”-ს მსახიობის, თათია სულუაშვილი სოციალურ ქსელში მხიარულ ვიდეოს ავრცელებს: “რათ მინდა, ქალო, გახარიას 200 ლარი, 200 ლარის “ტრიკორაჩკებს” ვყიდულობ ჩემი შვილებისთვის და პატარა წვენებს… დენდროლოგიური და ირმებიო, ირმებიც აქა მყავს, შვლებიც და კვიცებიც…”[sg_popup id=”28394″ event=”inherit”][/sg_popup]

Read More »

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2 ათასამდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 ათასი ადამიანი – ეს 2008 წლის ომის შედეგია. ზუსტად 12 წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა 50-ზე მეტი ქართული სოფელი გაანადგურა. ამ დრომდე რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს, სადაც მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ...

Read More »

მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი ეკონომიკა შევქმენით, შემდეგ ჩინეთმა ეს ჭირი გამოუშვა – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების წყარო ჩინეთი იყო, ამის შესახებ მან ოჰაიოს შტატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი ეკონომიკა შევქმენით. შემდეგ ჩინეთმა ეს ჭირი გამოუშვა. გამოუშვა არაკომპეტენტურობის ან სხვა მიზეზის გამო. ეს ჭირი აშშ-ს, ევროპას და უამრავ სხვა სახელმწიფოში შეიჭრა. ამას არასდროს დავივიწყებთ“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Read More »

ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 149-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 4 აგვისტოს პორტში აფეთქების შედეგად 5 000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. ლიბანის სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში პორტის 16 თანამშრომელი დააკავეს.

Read More »