ბოლო სიახლეები

Daily Archives: აგვისტო 10, 2020

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1-ელ თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღების მესამე ეტაპი 10 აგვისტოდან დაიწყო და 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. წინა ეტაპებზე მიღებული განაცხადების მონიტორინგის პროცესი უკვე მიმდინარეობს. ...

Read More »

სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. „ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და მოსახლეობის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით შევძელით, რომ პრაქტიკულად ორ დღეში პარასკევს და შაბათს 1 552 ადამიანი შემოწმდა და საკვლევი მასალა გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ მომენტისათვის 1 425 კვლევა დასრულებულია და შედეგად მხოლოდ ერთი ოჯახიდან იყო ინფიცირების ერთი დადასტურებული შემთხვევა და შემდგომ უკვე კარანტინში ...

Read More »

ბეირუთის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა

ბეირუთის პორტში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ბეირუთის გუბერნატორმა, მარვან აბუდიმ გააკეთა. მისივე თქმით, ათობით ადამიანი ისევ დაკარგულად ითვლება. ამასთან,  როგორც „ბიბისი“ წერს, ლიბანის არმიამ აფეთქების ეპიცენტრში მიმდინარე სამძებრო ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა. ბეირუთში აფეთქების შემდეგ ზედიზედ მეორე დღეა საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრაციებზე მოხდა შეტაკებებიც. აქციის მონაწილეები აფეთქებაზე მთავრობის რეაგირების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. აფეთქება ბეირუთში 4 ...

Read More »

მესტიის მუნიციპალიტეტში შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მესტიაში, სადაც კორონავირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა, გარკვეული რეგულაციების დაწესება იგეგმება. „გადაუდებელი დახმარების და ეპიდემიოლოგიური სამსახურები მობილიზებულია სრულად. ადგილზე იმყოფება ხუთი ბრიგადა, რომელიც დეტალურად აწარმოებს კვლევებს. მე დღეს მაქვს საბჭოში შეხვედრა და მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას დამატებითი ქმედებების შესახებ, თუ რა ღონისძიებებს განვახორციელებთ. რეგულაციები ამ მომენტისთვის ამოქმედდება სვანეთში. დანარჩენ რიცხვებს ...

Read More »

სიკვდილის შემდეგ, მხოლოდ ჩემ ცოლს დაუჯერეთ… – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი სიკვდილის მერე მხოლოდ მის მეუღლეს დაუჯერონ. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: “ყველა დიდ ხანს ვიყოთ, მაგრამ სიკვდილის შემდეგ რა უცნაურობებს შეიძლება, გადავაწყდეთ თქვენს ცხოვრებაში, რასაც ახსნას ვერ მოვუძებნით ? აი, მაგალითად, მე ბევრი ახლობელი და მეგობარი აღმომაჩნდება, რომელთა შესახებ მართლა არ ექნებათ წარმოდგენა სხვა მეგობრებს. ნუ ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ გარშემომყოფებს შეიძლება, გაუკვირდეთ. ...

Read More »

ვინ არის ახალქალაქში მოკლული 27 წლის ბიჭი, რომელსაც არეულობა და სახლების გადაწვა მოჰყვა

ჯავახეთში, 8 აგვისტოს მომხდარი ინცინდენტის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი, სოფელ გულიკამის მკვიდრი ვართან მირანიანია. ის ახალქალაქში თანასოფლელებთან ერთად, გაბიელიანებთან შესახვედრად ჩავიდა. გავრცელებული ვერსიით, გულიკამელებსა და ახალქალაქელებს შორის, თავდაპირველად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი ინციდენტში ხელკეტები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოჩნდა. როგორც ქალაქში ამბობენ, მირანიანმა სასტუმროს მეპატრონის ა.გაბრიელიანის მამა დაჭრა, რის გამოც შვილმა 27 წლის გულიკამელ მამაკაცს ესროლა. თანასოფლელების თქმით, მირანიანს შვიდი ტყვია აქვს მოხვედრილი, აქედან ერთი გულის არეში. სწორედ ის აღმოჩნდა სასიკვდილო. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ...

Read More »

საქართველოში ახალი პარტია – „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა – პარტია ცეზარ და ლაშა ჩოჩელების სახელს უკავშირდება

საქართველოში ახალი პარტია – „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად. ახალი პარტიის სახელი მოქმედი მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილისა და ძმების, ცეზარ და ლაშა ჩოჩელების სახელს უკავშირდება.

Read More »