ბოლო სიახლეები

Daily Archives: აგვისტო 11, 2020

ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, დამნაშავეების იდენტიფიცირება მოხდება – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დაკავებულია. მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება და შემდგომი დაპირისპირების მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება. „გამოძიება მიმდინარეობს. პირი, ვინც ჩაიდინა მკვლელობა, დაკავებულია. დანარჩენის იდენტიფიცირება მოხდება“ – ვახტანგ გომელაურმა. ახალქალაქში მამაკაცის მკვლელობისთვის ბრალდებულს ბრალი უკვე წარუდგინეს.

Read More »

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 16 პროცენტი სარგებლობს

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 16 პროცენტი, ანუ 607 220 ადამიანი სარგებლობს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სადაზღვევო ბაზრის 2020 წლის ექვსი თვის მიმოხილვის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 27 ათასით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (580,570 ადამიანი). კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეთა პროცენტული წილი გასულ წელსაც 16 ნიშნულზე ფიქსირდებოდა. 2018 წელს კი, კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 14,9 პროცენტით სარგებლობდა.

Read More »

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ვფიქრობ, მალე დასრულდება – გომელაური

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ვფიქრობ, მალე დასრულდება – განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. მინისტრის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებლები მუშაობენ და თუ საჭირო იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება. „ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის. ვფიქრობ, მალე დასრულდება. „ეფბიაის“ ჩართვას რაც შეეხება, თუ საჭიროება იქნება, სავარაუდოდ ჩაერთვება ექსპერტიზის მიმართულებით. ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“ – განაცხადა შს მინისტრმა.

Read More »

მოსალოდნელია თუ არა ახალი ეპიდკერების გაჩენა საქართველოში

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა დაწესდა კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, ამ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი 5 შემთხვევა აღმოჩენილია თბილისში. „სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება ის, რომ კორონა არის ჩვენ გვერდით. შედეგი სახეზეა – საკმაოდ მნიშვნელოვანი შემთხვევები გვაქვს ...

Read More »

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მსა­ხი­ო­ბებს დახ­მა­რე­ბა მო­უხ­სნა – “ერთი მად­ლო­ბა მა­ინც გეთ­ქვათ საქ­ვეყ­ნოდ” – დათო ხუჯაძე

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი დათო ხუ­ჯა­ძე “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ფონდ “ქარ­თუს” და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტის თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა. “ახლა წა­ვი­კი­თხე, რომ თურ­მე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ფი­ნან­სე­ბა შე­უ­წყვი­ტა კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ებს!! თქვე კაი ადა­მი­ა­ნე­ბო, 10 თუ 15 წელი რომ გაჭ­მევ­დათ, ერთი მად­ლო­ბა მა­ინც გეთ­ქვათ საქ­ვეყ­ნოდ და დღე და­გიგ­ვი­ა­ნათ და რა ამ­ბა­ვი ატე­ხეთ!” – წერს ხუ­ჯა­ძე. შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად, ბი­ძი­ნა ...

Read More »

“წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, წნევამ ამიწია…” – ლელა ვეფხვაძეს ფონდმა “ქართუმ” ბინა უყიდა

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღის მო­ნა­წი­ლე, რო­მე­ლიც რუ­სულ ტან­კებს ცო­ცხა­ლი შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა სა­კუ­თარ ჭერ­ზე ოც­ნე­ბობ­და. ლელა ვე­ფხვა­ძე წლე­ბია ქი­რით ცხოვ­რობ­და და პე­რი­ო­დუ­ლად ბი­ნის დაც­ლა უწევ­და, რაც მის­თვის, რო­გორც უსი­ნათ­ლო პი­რის­თვის, დიდ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მას ეს პრობ­ლე­მა ამი­ე­რი­დან აღარ ექ­ნე­ბა, რად­გან სა­კუ­თარ სახ­ლში იცხოვ­რებს. ლელა ვე­ფხვა­ძეს ფოდ­მა “ქარ­თუმ” ბინა უყი­და. ვრცლად: ambebi.ge

Read More »

საქართველოში დღეიდან ამინდი გაუარესდება – სინოპტიკოსები განცხადებას ავრცელებენ

საქართველოში 14 აგვისტომდე (ძირითადად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში) ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა. უწყების განმარტებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

Read More »