ბოლო სიახლეები

Daily Archives: სექტემბერი 1, 2020

“ოცნების” შტურმი სააკაშვილზე – წინასაარჩევნო კამპანიის პირველი დღე

გადამწყვეტი არჩევნების კამპანია ქართულმა ოცნებამ ისევ მიხეილ სააკაშვილით და წინა ხელისუფლების 9 წლიანი მმართველობის გახსენებით დაიწყო. სიძულვილის ენის უმწვავესი ფორმის გამოყენებით კი დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა თანაგუნდელს აჯობა. ოცნების 8 წლიანი მმართველობის მიწურულს, ივანიშვილის გუნდის წევრები ისევ “ნაციონალური მოძრაობისა” და მესამე პრეზიდენტის პოლიტიკიდან ჩამოშორების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ. მიხეილ სააკაშვილი რომ პოლიტიკური ველიდან უნდა გაიყვანონ, ეს დღეს “ოცნების” კამპანიური გზავნილი იყო. წინასაარჩევნო ...

Read More »

არარეალური ანგარიშის გაპროტესტების გამო, თბილისის ერთ- ერთ ბარში ახალგაზრდა სასტიკად სცემეს

თბილისში, ერთ -ერთ ბარში სტუმარი სცემეს. დაცვის ხუთი წევრი და ერთი თანამშრომელი ივიკო ფრუიძეს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მან ანგარიშის რაოდენობა გააპროტესტა. ფრუიძე პარასკევს საღამოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას და ფოტომასალას საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს. მოვექეცი მათ ალყაში და დამიწყეს ცემა. რათქმაუნდა გავუწიე წინააღმდეგობა, მაგრამ რამდენს გავუძლებდი?! ჩემზე ორჯერ დიდები იყვნენ… წამაქციეს, მირტყამდნენ უმოწყალოდ, არ მაძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. ყოველ წამს ...

Read More »

მესტიის მუნიციპალიტეტში ხვალიდან საკარანტინო შეზღუდვები სრულად იხსნება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში ხვალიდან საკარანტინო შეზღუდვები სრულად იხსნება და რეგიონი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. როგორც ვიბლიანმა აღნიშნა, 10 აგვისტოდან დღემდე მუნიციპალიტეტში ჩატარდა 5 000-მდე „პისიარ“ კვლევა, აქედან 1 500 იყო მეორადი ტესტირება. „ბოლო დღეების განმავლობაში დაბა მესტიასა და ლენჯერში ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები არ გამოვლენილა. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად მასიური თერმოსკრინინგი სოფლებში გაგრძელდება, ხოლო „პისიარ“ კვლევა ...

Read More »

“ხმა არ მისცეთ “ოცნების” კანდიდატებს, მოღალატეები არიან!” – მეუფე გიორგი

მარნეულის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს მოუწოდა ხმა არ მისცენ “ქართული ოცნების” კანდიდატს. “გუშინ გარეჯი ჩვენ ჩაგვიკეტეს წაგვართვეს და ვინც ჩვენ გარეჯი წაგვართვა, თავის დროზე მიაკუთვნა მეზობელ სახელმწიფოს, დღეს მისი ძეგლი პატივით შეამკეს და მერე, ვინც ეს გააკეთა ის პარლამენტში უნდა დაჯდეს… სირცხვილი თქვენ, სირცხვილი იმ ქართველს, იმ ნებისმიერ მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, ვინც ამ პროვოკატორს, ...

Read More »

“წიხლები ვურტყით, შემდეგ მდინარეში დაიხრჩო” – ბრალდებულის თანამესაკნის სკანდალური ჩვენება

გიორგი შაქარაშვილის გასაიდუმლოებული ტომებიდან ახალი ჩვენება გასაჯაროვდა. გამოიძება ამტკიცებს, რომ ერთერთმა დაკავებულმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა თავის თანამესაკნეს შაქარაშვილის მკვლელობის ღამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. “ავედით ცენტრალურ გზაზე, არაგვის ხიდთან დავინახეთ 3-4 ბიჭიო. მათ დანახვაზე ვახტანგ ჩიქოვანმა იყვირა, ესენი არიან ამათი დედა ****. … მძღოლის გარდა ყველანი გადავედით მანქანიდან და გავიქეცით იმ ბიჭების მიმართულებითო. ისინი ჩვენ დანახვაზე გაიქცნენ, გადაჭრეს გზა და ხიდის ...

Read More »

კორონავირუსზე უფასო ტესტირების კიდევ ერთი კარავი ბათუმში ხვალ ანბანის კოშკთან გაიხსნება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალიდან ბათუმის ბულვარში, კერძოდ ანბანის კოშკთან უფასო ტესტირების მესამე კარავი გაიხსნება. უწყების ცნობით, გადაწყვეტილება მიმართვიანობის გაზრდის გამო მიიღეს. მოქმედი კარვები ტესტირებას ხვალიდან დილის საათებში დაიწყებს. ბათუმის ბულვარში განლაგებულ უფასო ტესტირების კარვებში მიმართვიანობა დღეს გაიზარდა. ამ დროისთვის ერთ-ერთ კარავში „კოვიდ-19“-ზე ანალიზები 200-ზე მეტ ადამიანს აქვს ჩაბარებული, დღის განმავლობაში კარვებთან რიგებიც დაფიქსირდა.

Read More »

პარტია თუ გადაწყვეტს, რომ უნდა ვიყო სიაში, უკვე კანდიდატის ამპლუაში ვაწარმოებ საარჩევნო კამპანიას – წულუკიანი

პარტია თუ გადაწყვეტს, რომ უნდა ვიყო სიაში, უკვე კანდიდატის ამპლუაში ვაწარმოებ საარჩევნო კამპანიას – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მომდევნო კვირებში უნდა გახდეს ცნობილი. „დღეს დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. მინდა „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივს, თითოეულ წევრს რაიონებში, დედაქალაქში, მოვუწოდო მაქსიმალური მობილიზებისკენ. წინასწარ ვუთხრა მადლობა იმ ტიტანური შრომისთვის, რომლის გაწევაც მათ მორიგ ჯერზე ჩვენთან ...

Read More »