ბოლო სიახლეები

Daily Archives: სექტემბერი 2, 2020

ISFED-მა “პატრიოტთა ალიანსის” ანტი-თურქული Facebook რეკლამების თაობაზე ცესკოს მიმართა

სამართლიანმა არჩევნებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა განცხადებით, შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი “პატრიოტთა ალიანსის” მიმართ და წარუდგინოს ის სასამართლოს. საქმე ეხება პატრიოტთა ალიანსის Facebook გვერდზე განთავსებულ 6 საარჩევნო კლიპსსა და მათი გამოყენებით შექმნილ Facebook რეკლამებს, რომლებიც შეიცავს ანტი-თურქულ მოწოდებებს, მიზნად ისახავს თურქეთის სახელმწიფოს მიმართ საქართველოს მოქალაქეებში მტრული განწყობების ჩამოყალიბებას, ასევე შეიცავს რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს. “თითოეული რეკლამის საფასური 100-დან 200 ...

Read More »

ელექტრონული კომერციის კანონპროექტით, კომპანიებს ახალი ვალდებულებები უჩნდებათ

საქართველოს მთავრობა პარლამენტში ელექტრონული კომერციის შესახებ ახალი კანონის ინიცირებას გეგმავს. პარლამენტისთვის 2020 წლის საშემოდგომო სესიაზე წარსადგენილი კანონპროექტების ჩამონათვალიდან ირკვევა, რომ მიმდინარე სესიაზე ელექტრონული კომერციიის შესახებ ახალი კანონის მიღება არის დაგეგმილი. ცვლილება პარლამენტში ჯერ-ჯერობით არაა ინიცირებული, თუმცა მისი მოკლე აღწერიდან ირკვევა, რომ კანონპროექტი ამ სერვისის პროვაიდერებისთვის ახალი მოთხოვნების დაწესებას ითვალისწინებს. “კანონის პროექტის შემუშავება განპირობებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ...

Read More »

ბათუმში საკარანტინო მდგომარეობის დაწესება არ იგეგმება – თორნიკე რიჟვაძე

აჭარაში ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება და შესაბამისად, ბათუმში საკარანტინო მდგომარეობის დაწესება არ იგეგმება, თუმცა მკაცრდება მონიტორინგი – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე Facebook-ზე წერს. მისი თქმით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მუნიციპალურ ტრანსპორტში, კლუბებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ობიექტებში გამკაცრდეს მონიტორინგი, რაც გულისხმობს ყოველდღიურ დეზინფექციას, მძღოლების ინტენსიურ ტესტირებას, დისტანციის დაცვას და პირბადის ტარების ვალდებულებას. „კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ...

Read More »

„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში – ლაშა ნაცვლიშვილი

„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში და აქვს 2012 წლის მერე ისტორიულად მაღალი რეიტინგი და 2016 წელზე უფრო კარგი ელექტორალური მდგომარეობა , – ლაშა ნაცვლიშვილი „შესაბამისად მათ კარგად იციან, რომ ვერც ერთად და ვერც ცალცალკე ვერ შეძლებენ „ქართული ოცნების“ დამარცხებას. 60%-ის ფარგლებში მერყეობს რეიტინგი. არა მხოლოდ იმ კვლევებით, რომლებსაც თვითონ არ ენდობიან, არამედ მათი შიდა კვლევებითაც. სააკაშვილი არც ერთ შემთხვევაში ...

Read More »

კორონავირუსის სტატისტიკა რეგიონის ქვეყნებში

დღეს საქართველოში Covid-19-ის შემთხვევების რაოდენობა ერთ-ერთი რეკორდული მოცულობით, 38-ით გაიზარდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 1548-ს გაუტოლდა. უცვლელია გარდაცვლილთა რაოდენობა და ის კვლავ 19-ია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1270-ს შეადგენს. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია: ● რუსეთი – ახალი შემთხვევები 4,952, ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,005,000, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა – 821,169. გარდაცვლილთა რაოდენობა 17,414 ადამიანი; ● უკრაინა – ახალი შემთხვევები +2,495, ინფიცირების ჯამური შემთხვევები 125,789, ...

Read More »

როგორ უნდა მივიღოთ 200 ლარიანი დახმარება (ინსტრუქცია)

► 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ეტაპობრივი ჩარიცხვა დაიწყო. ► დახმარებას მიიღებს ყველა ბავშვი, რომლის მონაცემებიც დარეგისტირებული იქნება პორტალზე https://daxmareba.moh.gov.ge/ 🔵 2 სექტემბრის, 10 საათის მდგომარეობით პორტალზე რეგისტრირებულია უკვე 861 576 ბავშვი და 518 110 მშობელი. 🔵 იმ შემთხვევაში, თუ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, დახმარებისთვის უნდა მიმართოს: 🔹 ადგილობრივ თვითმმართველობებს, 🔹 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს; 🔹 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ...

Read More »

ძალიან უცნაურად კი ემთხვევა პანდემიის გართულება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს – გამზარდია

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ძალიან უცნაურად კი ემთხვევა პანდემიის გართულება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს. ძალიან უცნაურად” – წერს გამზარდია.

Read More »