ბოლო სიახლეები

Daily Archives: სექტემბერი 3, 2020

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ ხაბელაშვილებთან მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მომხდარი ავარიის შედეგად დაფიქსირებულ გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. გარდაცვლილთა შორის 2 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან. დღეს, აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მოხდა ავტოსაგზაო ...

Read More »

მაჟორიტარობის კანდიდატები 2020 წლის არჩევნებზე – განახლებადი სია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილმა უკვე დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატები. ახალი სისტემით, არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება, აქედან 30 მაჟორიტარი იქნება. კანდიდატების სია არასრულია და პარტიების მიერ მათი დასახელებისთანავე განახლდება. თბილისში დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატთა სია: გლდანი ქართული ოცნება – ლევან კობიაშვილი; ოპოზიციის საერთო კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან – ნიკა მელია; ლელო – გიგლა მიქაუტაძე; ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი – ლაშა გიორგაძე; სამგორი ქართული ოცნება – სოზარ სუბარი; ოპოზიციის საერთო კანდიდატი ...

Read More »

ხელოვნური კანი, რომელიც ტკივილზე ადამიანის კანის მსგავსად რეაგირებს

მელბურნის უნივერსიტეტის (RMIT) მკვლევართა ჯგუფმა შექმნა ხელოვნური სომატოსენსორები, ერთგვარი ელექტრონული კანი, რომელიც ტკივილზე ადამიანის კანის მსგავსად რეაგირებს. აღნიშნული პროტოტიპი მეცნიერებს გაუმჯობესებული პროთეზების, რობოტებისა თუ ტრანსპლანტების შექმნაში დაეხმარება. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს შეიძლება ბიოტექნოლოგიების კუთხით, მნიშვნელოვანი წინსვლის წინაპირობა იყოს. ხელოვნურ კანს გამაღიზიანებლებსა და ტკივილზე ადამიანის კანის რეაქციის ელექტრონულად გამეორება შეუძლია. ის ამ შეგრძნებებზე იმავე სიჩქარითაც რეაგირებს, როგორც ადამიანის კანზე არსებული ნერვული ...

Read More »

შემოდგომაზე და ზამთარში ტურიზმს სრული კრახი ელის

საქართველოში ტურიზზმა ზაფხულის სეზონზე დიდი დარტყმა განიცადა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულებისა და კორონავირუსის მეორე ტალღიდან გამომდინარე, გაჩნდა მოლოდინი, რომ ზამთრის კუტორტებზე დამსვენებელები თითქმის არ იქნება. შიდა ტურიზმე დიდი იმედი თავიდანვე არ მყარდებოდა. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ვიზიტორების შემოსვლა ქვეყანაში შეჩერდა, სფეროს სპეციალისები ამბობდნენ, რომ საქართველოში შიდა ტურიზმი არ გაამართლებს და იმ შემოსავალს, რომელიც უცხოელი ვიზიტორებისგან უნდა მიგვეღო, ვერაფერი გადაფარავდა შეავსებდა. “ჰელისკი ...

Read More »

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 860 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 860 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 26 111 402 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 864 415 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში ვირუსს 186 185 ადამიანი ემსხვერპლა.

Read More »

ლომისას მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

ლომისას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ფინანსები უკვე გამოყოფილია და ტენდერიც გამოცხადებულია.პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე მოეწყობა საპარკინგე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, სველი წერტილები და დამონტაჟდება გარე განათებები. სამუშაოებისთვის ფინანსები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მიმდინარეობის დროს ადგილზე ათობით ადამიანი იქნება დასაქმებული. გარდა ამისა, მონასტრის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობა ...

Read More »

სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურება 20.4 მლნ-ით გაიზარდა

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს გადასახადის გადამხდელებს იმ მოხელეთა ანაზღაურება, რომლებიც “შტატგარეშეს” სტატუსით არიან დასაქმებული, 125.9 მილიონი ლარი დაუჯდათ, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 20.4 მილიონი ლარით მეტია. საჯარო უწყებებში შტატგარეშე მოხელეების დანიშნვის პროცედურები, შტატიანი დასაქმებულების აყვანასთან შედარებით მარტივია, რის გამოც, ხშირად ამა თუ იმ ორგანიზაციაში უშტატო მოხელეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. რაც შეეხება შტატში მყოფთა ჯამურ ...

Read More »