ბოლო სიახლეები

Daily Archives: სექტემბერი 4, 2020

აპირებს თუ არა „პატრიოტთა ალიანსი“ აფხაზეთის აღიარებას?!

აპირებს თუ არა „პატრიოტთა ალიანსი“ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარებას – ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დეპუტატებთან განაცხადა,  რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მზადაა თანამშრომლობისთვის და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის.

Read More »

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თბლისში ვიქნები – ირმა ინაშვილი

პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში თბილისის ერთ-ერთი უბნის მაჟორიტარობის კანდიდატის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში ილაპარაკა. მისი თქმით, 8 სექტემბერს დაგეგმილ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი, კონკრეტულად დედაქალაქის რომელ უბანში დააყენებს მაჟორიტარ დეპუტატად თავის კანდიდატურას. „საგარეჯოს და დედოფლის წყაროს საპატიო მოქალაქე ვარ, მაგრამ კენჭს თბილისში ვიყრი“ – აღნიშნა ინაშვილმა.

Read More »

“ლელოს” წევრს სცემეს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლებით ადრე, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, “ლელო საქართველოსთვის” წევრი სცემეს. “ლელოს” დიდუბე-ჩუღურეთის ზონის უფროსს, გიორგი გლუნჩაძეს თავს თბილისში, დიღმის მასივში, დაესხნენ. სამი თავდამსხმელი მას ფიზიკურად თავისსავე საცხოვრებელ კორპუსთან გაუსწორდა. ინფორმაციას პარტიის წევრი ლევან სამუშია ავრცელებს. ამბობს, რომ “ლელოს” დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან სამუშია ამბობს, რომ გლუნჩაძე მისი მხარდამჭერობის გამო სცემეს. მისი თქმით, ამ საქმეს ბოლომდე ...

Read More »

კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. კლუბ „დეჟა ვუ”-ში ექსპერტ კრიმინალისტები და შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები ჯერ კიდევ რჩებიან. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი თუ რამ გამოიწვია ჟანგბადის ბალონის აფეთქება. შეგახსენებთ, რომ ფილარმონიასთან, კლუბ „დე ჟავუ”-ში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა ერთი კი გარდაიცვალა.

Read More »

არჩევნები დამკვირვებლების გარეშე – მიეცემა თუ არა “ოცნებას” შედეგების გაყალბების შანსი

“ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” საჯაროდ აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს არ გამოგზავნის, თუმცა გრძელვადიან მისიას უახლოეს დღეებში დაიწყებს. ამერიკული ორგანიზაციის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკური პარტიების კამპანიები, მედიის საქმიანობა და საინფორმაციო სივრცეში დაგეგმილი დეზინფორმაციის გავრცელება. რეფორმების მიუხედავად, რამდენიმე საკითხი შეშფოთების საგნად რჩება – ამბობს NDI-ს პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი. “ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი კი ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესში ODIHR-ის ...

Read More »

კახა ოქრიაშვილმა “ქართული ოცნება” დატოვა და უმრავლესობიდან ოპოზიციაში წავიდა

ორი პარტიის ლიდერმა დღეს შეთანხმება გააფორმა. ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” და კახა ოქრიაშვილის პარტია “პროგრესი და თავისუფლება” საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებისა და ქვეყანაში არსებული რეალობის შესაცვლელად ერთად იბრძოლებენ. რამდენად მოულოდნელი იყო კახა ოქრიაშვილის გადაწყვეტილება და რამ აიძულა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ოპოზიციასთან გაერთიანებულიყო – 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან “ნაციონალური მოძრაობიდან” წასული მაჟორიტარი ამბობს, რომ არც წინა და არც ამჟამინდელი ხელისუფლების შეცდომებზე ...

Read More »

არჩევნებისთვის ცესკო-ში რეგისტრაცია 66-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა, 12-ს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა

2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა. ცესკო-ს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 78-მა პარტიამ მიმართა. აქედან 12-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. „შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაასრულა. პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რომელსაც პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკო-ს თავმჯდომარეს წარუდგენს (არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა) და შესაბამისად, ...

Read More »