ბოლო სიახლეები

Daily Archives: სექტემბერი 5, 2020

ვულოცავ საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის გამარჯვებით დაწყებას – კახი კალაძე

თბილისის მერი, კახი კალაძე საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის გამარჯვებით დაწყებას სოციალური ქსელის საშუალებით ულოცავს. “ვულოცავ საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის გამარჯვებით დაწყებას. ესტონეთის ნაკრებთან სასტარტო შეხვედრა საქართველოს უპირატესობით დასრულდა. ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს კიდევ ბევრ წარმატებას და ქართველი გულშემატკივრების გახარებას!” – წერს კალაძე.

Read More »

პენიტენციური სამსახური, მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება დღეს ტელეკომპანია ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც როგორც ეთერში ითქვა, N8 პენიტენციური დაწესებულების კონკრეტულ საკნებშია დამზადებული. პირველ რიგში ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნამდვილად არ არის პენიტენციური სამსახურის მიერ ანხორციელებული ჩანაწერები, ვინაიდან პენიტენციური სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში არ ახორციელებს აუდიომიყურადებას. სამსახური მხოლოდ ვიზუალურ მეთვალყურეობას ახორციელებს, თუმცა მხოლოდ ...

Read More »

საქართველომ ესტონეთთან პირველი ტაიმი მოიგო

ერთა ლიგის C2 ჯგუფში პირველი ტურში ესტონეთისა და საქართველოს შეხვედრის პირველი ტაიმი „ჯვაროსნების“ გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა და ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაც ვიხილეთ. დიდი ხნის შესვენების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ნიკა კაჭარავა. მაგრამ „ლე კოქ არენაზე“ ბევრი ლიდერი ვერ გავიდა – ამერიკიდან ვერ ჩამოვიდნენ ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია, ტრავმის გამო დაგვაკლდნენ ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, გიორგი ნავალოვსკი ...

Read More »

ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები აირჩია

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები აირჩია. ცესკო-ს ინფორმაციით, ღია და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა დროებითი წევრების არჩევის პროცესი, რომელსაც აკვირდებოდა რვა სამოქალაქო ორგანიზაცია და ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. დამკვირვებლები, ცესკო-ს სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევას ცესკო-ს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში ადევნებდნენ თვალს. ცესკო-მ პირველ სექტემბერს, არჩევნების დანიშვნისთანავე, კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით გამოაცხადა ორდღიანი კონკურსი ...

Read More »

უკრაინის საპატიო პატრიარქს, ფილარეტს კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტს კორონავირუსი დაუდგინდა. ის ახლა მკურნალობას საავადმყოფოში გადის. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ფილარეტის ხელმძღვანელობით უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა. ავტოკეფალიის მიღების შემდეგ ფილარეტმა საპატიო პატრიარქის წოდება მიიღო.

Read More »

ლაგოდეხის ნაკრძალში ლატვიელი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ადგილობრივმა 30 წლამდე მამაკაცმა ლატვიელი ტურისტი გააუპატიურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მამაკაცი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით წაუყენეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. უწყების ცნობითვე, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

Read More »

6 სექტემბრის ანონსი

6 სექტემბერს, 13.00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მთაწმინდის პარკში ჩაის, თაფლისა და ყველის ყოველწლიური ფესტივალი გაიმართება. 6 სექტემბერს, 16.00 საათზე, ზუგდიდში, თხილის ფესტივალი „თხილობა 2020“ გაიმართება. ფესტივალი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით ტარდება. მის: ზუგდიდი, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია.

Read More »