ბოლო სიახლეები

Daily Archives: სექტემბერი 6, 2020

გუბაზ სანიკიძე ივანიშვილს მიმართავს – დაგამხობთ რევოლუციით… წალეკილი და გასრესილი იქნები“

„დაგამხობთ რევოლუციით… წალეკილი იქნები, გასრესილი იქნები… ეს იქნება სომხური რევოლუცია…. მოგადგება იმ შენობასთან 50 ათასი კაცი… დარჩები მარტო და გარეთ იქნება 50 ათასი ქართველი“, ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილს ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ყოფილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „სპექტრში“ სტუმრობისას. GUARDIAN.GE  გთავაზობთ გუბაზ სანიკიძის განცხადების არასრულ ვარიანტს. „არჩევნების გაყალბებას აპირებს 2020 წელში ...

Read More »

ბათუმში „ორბის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში „ორბის“ ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა, როგორც „ორბიში“ აცხადებენ, ინფიცირებულია ადმინისტრაციის თანამშრომელი და მას სასტუმროსთან არანაირი შეხება არ ჰქონია. „შემთხვევა არ დადასტურებულა სასტუმროში. ეს ადამიანი მუშაობდა მშენებლობის უფროსთან. თუმცა, აღნიშნული პირი არ გახლავთ საქართველოში პანდემიის შემდეგ. შესაბამისად, ეს ქალბატონიც არ იყო დაკავებული თავისი საქმიანობით. მოდიოდა ოფისში, რა თქმა უნდა, თანამშრომლების ნახვის მიზნით. მას სასტუმროსთან არავითარი შეხება არ ჰქონია. იყო ადმინისტრაციაში. მიმდინარე კვირაში ...

Read More »

ახალციხეში მოზარდს მოტოციკლი დაეჯახა

ახალციხეში მოზარდს მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევა ბაიკერთა რბოლის დროს მოხდა. დაშავებული რვა წლის ბავშვი ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Read More »

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა

12 წლის მოზარდი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანასთან. ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ბავშვი სავარაუდოდ მძღოლის გვერდზე იჯდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Read More »

თუ ხედავთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ აქტიურობს, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ – გახარია

თუ ხედავთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ აქტიურობს, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში, „თხილობა 2020“-ზე შეკრებილ მოქალაქეებს. „ამ ქვეყანას მარტივად შეუძლია, კარგი მუშაობით თხილის ექსპორტი გააორმაგოს. ჩვენ 100 ათასი ტონა ხარისხიანი თხილი უნდა მოვიყვანოთ. ამისთვის ბაღებია გასაშენებელი, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ უფრო ეფექტურად უნდა გავზარდოთ ჰექტარზე მოსავალი. ამისთვის გვჭირდება ცოდნა და ტექნოლოგიები. სახელმწიფო ...

Read More »

გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ კითხვაზე – მობრძანდეს

მობრძანდეს – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. კითხვაზე, რამდენად რეალურად მიაჩია მიხეილ სააკაშვილის განცხადება ჩამოსვლასთან დაკავშირებით პრემიერმა აღნიშნა: „მობრძანდეს, მობრძანდეს“. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხვალ გააკეთებს განცხადებას საქართველოში დაბრუნების თაობაზე. შესაბამისი პოსტი სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით“ – ...

Read More »

პრაქტიკული გამოცდის სტანდარტი რეალობას არ შეესაბამება – ავტოსკოლა MC DRIVE

მართვის მოწმობის აღების წესის ცვლილებაზე პარლამენტი უახლოეს პერიოდში იმსჯელებს. კერძოდ, ცვლილება შედის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწესებას ითვალისწინებს. კანონის პროექტით განისაზღვრება საგამოცდო მარშრუტი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სვლაგეზი, სადაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ტარდება. დაგეგმილი ცვლილების შეფასებისას ავტოსკოლა MC ...

Read More »