ბოლო სიახლეები

Daily Archives: სექტემბერი 11, 2020

გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ ბათუმში საოლქო კომისიის წევრებად ოცნების აგიტატორებს ირჩევენ

ბათუმის საოლქო საარჩევნო  კომისია დღეს, 11 სექტემბერს სარჩევნო უბნებში კონკურსის წესით წევრებს ირჩევს, რომლებიც კანონის თანახმად ნეიტრალურები უნდა იყვნენ. “ნაციოანლური მოძრაობის” წევრების განცხადებით, საოლქო კომისია “ქართული ოცნების” აგიტატორების დასაქმებას გეგმავს. გიორგი კირთაძე ამტკიცებს, რომ  “ქართულ ოცნებას” აგიტატორების საარჩევნო უბნებში ყოფნა არჩევნების გასაყალბებად სჭირდება. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, მათ მიმართეს საოლქო კომისიას მიეწოდებინათ სია, თუ ვინ იღებდა კონკურსში მონაწილეობას, რაზეც კომისიამ ინფორმაცია არ მიაწოდა. ...

Read More »

მწვანე ზონიდან გადასულები ვართ – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში დაავადების მნიშვნელოვანი მატება გვაქვს და “მწვანე ზონიდან” გადასულები ვართ. მწვანე ზონიდან გადასულები ვართ, მაგრამ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია. 10 არის მაქსიმალური მწვანე ზონა და 10,2 გვაქვს ჯერჯერობით. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ სიტუაციას, როგორიც გვაქვს და გავუმკლავდებით ამას, პრობლემა არ გვექნება, — განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ეუზგბაიას აზრით, ინფიცირების მატება მობილობის გაზრდამ და ...

Read More »

„ბორჯღალოსნები“ „შემოდგომის თასი 2020“-ზე იასპარეზებენ

ისტორიული გადაწყვეტილება. „ბორჯღალოსნები“ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ითამაშებენ. „შემოდგომის ერთა თასი 2020“, ნოემბრის მეორე ნახევარში დაიწყება და მასში მონაწილეობას „ექვსი ერის“ გუნდებთან ერთად, საქართველოსა და ფიჯის ნაკრებები მიიღებენ. გადაწყვეტილება მსოფლიო რაგბიმ და „ექვსი ერის“ მესვეურებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. მსოფლიო რაგბიმ და „ექვსი ერის“ მესვეურებმა შემოდგომაზე მსგავსი ფორმატის, ერთჯერადი ტურნირის  ჩატარების გადაწყვეტილება, კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღეს. ექსპერიმენტული სარაგბო ტურნირის დაანონსების პირველივე დღიდან უცხოური მედია ...

Read More »

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 19 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 19 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს „ალ-ქაიდას“ 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. 2 თვითმფრინავი ტერორისტებმა ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს, მესამე – პენტაგონის კომპლექსს შეაჯახეს, მე-4 კი მგზავრების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შედეგად პენსილვანიის შტატში სომერსეტ ქაუნთის ველზე ჩამოვარდა. ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტები მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის მიერ იყო ...

Read More »

ტყის ხანძრების გამო კალიფორნიის ცა ნარინჯისფერი გახდა

კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ტყის ხანძრებმა, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებიდან მძვინვარებს, რეკორდული ფართობი, 1906 კვადრატული კილომეტრი მოიცვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. ამ მონაცემებით ეს კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე დიდი ტყის ხანძარია. სტიქიას 14 000 მეხანძრე ებრძვის. ამ დროისთვის ხანძრის 29 კერაა. ძლიერი ხანძრების გამო უკვე რამდენიმე დღეა კალიფორნიის ცა მოწითალო-ნარინჯისფერია. ამ სეზონზე სტიქიას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.

Read More »

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს. „ძვირფასო მეგობრებო, დამიდასტურდა კოვიდი. თავს უკეთ ვგრძნობ. თუ ღმერთმა ინება, გავუძლებთ. მიყვარხართ. ახლა მე არა, ჩემს ირმას უგულშემატკივრეთ, ავსტრიაშია, გაიგებს და ინერვიულებს. თავისუფლება ლომთა ხვედრია“ – წერს ჩარკვიანი.

Read More »

კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 39 აჭარას უკავშირდება

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ლაბორატორიებში 2658 ნიმუში გამოიკვლიეს, აქედან 39 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათივე ცნობით, საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის 146 პაციენტი, 26 პაციენტი იმყოფება კარანტინში მეთვალყურეობაზე. ამასთან, აჭარაში, პოლიკლინიკებში აღებულია 604 ახალი ნიმუში, კარვებში კი -1561 ნიმუში. რაც შეეხება კარანტინს, კარანტინში 2450 პირი იმყოფება.

Read More »