ბოლო სიახლეები

Daily Archives: სექტემბერი 12, 2020

ახლო კონტაქტები ვრჩებით თვითიზოლაციაში – „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები განმეორებით ტესტს ჩაიტარებენ

„კურიერის“ წამყვანი, ნათია ლაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს: “რუსთავი 2”-ის PCR ანუ “ოქროს ტესტის” პასუხები უარყოფითია. 400 ადამიანიდან არავის დაუდასტურდა, თუმცა ახლო კონტაქტში მყოფები, 48 საათის შემდეგ განმეორებით ტესტს ჩავიტარებთ. ახლო კონტაქტები ვრჩებით თვითიზოლაციაში. მადლობა ყველას“ – წერს ლაზაშვილი.

Read More »

წელს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ გრიპის ვაქცინაცია ყველამ ჩაიტაროს – თენგიზ ცერცვაძე

თეორიულად, თვითონ ვირუსი შესაძლოა, უფრო აგრესიული გახდეს, თუმცა ამისი ნიშნები ჯერჯერობით არ არის – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. როგორც ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, იმისათვის, რომ გრიპისა და კორონავირუსის ზედდება თავიდან იქნას აცილებული, სასურველია, მოქალაქეებმა გრიპზე აიცრან. „თეორიულად, თვითონ ვირუსი შესაძლოა, მომავალში უფრო აგრესიული გახდეს, თუმცა ჯერჯერობით ამისი ნიშნები არ არის. ზოგადად, ეს ვირუსი თითქმის არ განიცდის ...

Read More »

„გახდი შენი ქალაქის რეპორტიორი“ – ინოვაციური პროექტი

Georgian National News (GNN.GE) – ეს არის მედია ორგანიზაცია, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს რეგიონალური ინფორმაციის გაშუქებაზე. ასევე ახალგაზრდა და არაკვალიფიციური კადრების გადამზადებას. გახდი რეპორტიორი! აღწერეთ მოვლენები, გადაიღეთ მომხდარის ფოტო, ატვირთეთ ვებ.გვერდზე და მიიღეთ მედია ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება. ჩვენი სურვილია, ვებ.გვერდის კონტენტის შექმნაში მონაწილეობა მიიღონ ავტორებმა რეგიონებიდან. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას გააცნონ საზოგადოებას საკუთარი რეგიონის ამბები და პრობლემები. GNN.GE-ს მეშვეობით თქვენ შეძლებთ ...

Read More »

6013-ჯერ შემოწმდა მუნიციპალური ავტობუსი, 4521-ჯერ კი სამარშუტო ტაქსი – მუნიციპალური ინსპექცი

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კორონავირუსის პრევენცია გამკაცრდა. მუნიციპალური ინსპექციის ადმისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა ბოლო სამი დღის განმავლობაში რეკომენდაციების შესაბამისობაზე 2572 ობიექტი შეამოწმა; მათ შორის ბანკები, აფთიაქები და სავაჭრო დაწესებულებები. პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე 6013-ჯერ შემოწმდა მუნიციპალური ავტობუსი, 4521-ჯერ კი სამარშუტო ტაქსი. ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოქლაქეებსა და მეწარმეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციები.

Read More »

ცესკო-მ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიმუშავა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიმუშავა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებზე და მოიცავს სამართლიანი და ღირსეული კონკურენციის შესახებ ნორმებს, ამომრჩეველთა და მონაწილე პარტიათა უფლებების პატივისცემას,  კოდექსის შესრულებაზე მონიტორინგისა და შიდაპარტიული აღსრულების მექანიზმებზე შეთანხმებას. ამასთან, ცესკო-ს თავმჯდომარემ ...

Read More »