ბოლო სიახლეები

Daily Archives: სექტემბერი 13, 2020

43 წლის კაცი მეგობრებთან სტუმრად იმყოფებოდა რა დროსაც მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა – რა მოხდა რუსთავში?!

რუსთავში, ბინაში მამაკაცი გარდაცვალა. XIX მიკრორაიონში, 43 წლის კაცი მეგობრებთან სტუმრად იმყოფებოდა რა დროსაც მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ბინაში 3-4 პირი იყო, მათ სასწრაფოს გამოუძახეს, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

Read More »

თუ სიტუაცია გაუარესდა, რესტორნებიც დაიხურება და სკოლებიც ონლაინ სწავლებაზე გადავლენ – ხუნდაძე

საქართველოში კორონავირუსული ინფექციის საერთო სურათი დღითიდღე უარესდება, მკაცრდება ზომები, დიდ ქალაქებში კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, სწავლება 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში მოხდება. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ „რეზონანსთან” აღნიშნა, სკოლებში სწავლების მთლიანად ონლაინ რეჟიმში გადასვლა არ იგეგმება, თუმცა ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში ამის თეორიული შანსი არსებობს. „სკოლებში სწავლების მთლიანად ონლაინ რეჟიმზე გადასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ეს ეპიდვითარებაზეა ...

Read More »

სუს-ის მაღალჩინოსნის ძმამ და “ოცნების” ჩინოვნიკმა ფოტოგრაფი სასტიკად სცემეს – ამბავი, რომელსაც ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავდა (ვიდეო)

სისხლიანი ანგარიშსწორება სამეგრელოში – არსებული ინფორმაციით, ჩხოროწყუს ერთ-ერთი სოფელში, სტუმრებმა მასპინძელი სასტიკად სცემეს. “ნოდარ მელაძის შაბათის” ინფორმაციით, სუს-ის მაღალჩინოსნის ძმა და “ქართული ოცნების” ჩინოვნიკი და ფოტოგრაფს სასტიკად გაუსწორდნენ. მოძალადეები დაკავებულები არ არიან. მეტიც, ძალადობაში ბრალდებულები ისევ თანამდებობებზე რჩებიან. დაზარალებულია რომან თოლორდავა, ძალადობას კი სუს-ის მაღალჩინოსნის გიგი ქუთელიას ძმა, ირაკლი ქუთელიაა. ჩხუბში მონაწილეობდნენ ქართული ოცნების წევრები – დიმიტრი ფაცაცია, ლევან ხუფაცარია. თოლორდავას ...

Read More »

ივანიშვილის “ელჩი” კრემლში – უჩა მამაცაშვილის საიდუმლო ვიზიტები რუსეთში (სენსაციური დოკუმენტები)

“ნოდარ მელაძის შაბათის” კიდევ ერთი ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება. ტელეკომპანიის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელის, უჩა მამაცაშვილის რუსეთში ვიზიტებს ასახავს. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მამაცაშვილი მოსკოვში მინიმუმ თვეში ორჯერ დაფრინავს. მეტიც, როგორც აღმოჩნდა ივანიშვილის ოჯახის წევრს ვიზიტების დასამალად ორი პასპორტიც კი აქვს. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მამაცაშვილი მოსკოვში იმყოფებოდა რუსი დიპლომატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტის წინ. ივანიშვილის მარჯვენა ...

Read More »

„როტორის“ ორ ქართველ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის შეხვედრა ვოლგოგრადის „როტორსა“ და „კრასნოდარს” შორის, შესაძლოა, არ გაიმართოს – ვოლგოგრადელთა 7 მოთამაშეს, მათ შორის ორ ქართველს, კორონავირუსი დაუდასტურდა – ინფორმაციას გამოცემა „ჩემპიონი“ ავრცელებს. ცნობილი გახდა, რომ ბოლო ტესტირების შემდეგ დადებითი პასუხი „როტორის“ ძირითადი შემადგენლობის შვიდ მოთამაშესა და ადმინისტრაციული შტაბის ორ წევრს აღმოაჩნდა – მათ შორის არიან ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი. „როტორში“ კორონავირუსთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის პრემიერლიგის პრესსამსახურმა გააკეთა. „ის მოთამაშეები, რომლებსაც კორონავირუსი დაუფიქსირდათ, იზოლირებულნი ...

Read More »