ბოლო სიახლეები

Daily Archives: სექტემბერი 14, 2020

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი არახელსაყრელი დღეა პროფესიულ საქიანობაში აქტიურობისთვის. შესაძლოა, მამაკაცებმა უსიამოვნო ამბავი გაიგონ, რაც მთლიანად შეცვლის მათ ამჟამინდელ მდგომარეობას. ქალებს რომანტიკული შეხვედრა ელით, რაც იმედგაცრუებითა და ცრემლებით დასრულდება. გაორიცხული არ არის ღალატი, როგორც ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებაში. კურო ვარსკვლავები თქვენ მიმართ კვლავინდებურად კეთილგანწყობილები არიან. ყველა თვალსაზრისით წარმატებული დღეა. შესანიშნავი შანსი გაქვთ პროფესიული საკითხების მოგვარებისთვის. შეგიძლიათ, მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და მომავალი წარმატებებისთვის კარგი ...

Read More »

ძალოსნობის ფედერაციამ ბათუმში დაგეგმილი ჩემპიონატი გადადო

ძალოსნობის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს ჩემპიონატი ერთი თვით გადაიდო. „ქვეყანაში შექმნილი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე, ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ბათუმში გასამართი ეროვნული ჩემპიონატი გადავადდეს ნოემბრის პირველ დეკადამდე. კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან გაგრძელდება და შეჯიბრის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით განახლებული დებულების სახით“ – ვკითხულობთ ძალოსნობის ფედერაციის წერილში.

Read More »

აჭარაში, ხანდაზმულთა პანსიონატში ოთხ ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან ოთხ პაციენტს ელოდებიან. ხანდაზმულებს „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ. კლინიკა „ბომონდის“ სტაციონარში დადასტურებული „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ამ დროისთვის 22 პაციენტი მკურნალობს. პაციენტებიდან 11 ბავშვი, ხოლო 11 ზრდასრულია. პაციენტებს შორის არის 35 კვირის ორსული ქალბატონი. ამ დროისთვის სტაციონარში მოთავსებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

Read More »

გიორგი ვაშაძის განმეორებითი ტესტი კორონავირუსზე – პასუხი უარყოფითია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმეორებითი ტესტი პასუხი „კოვიდ-19“-ზე უარყოფითია – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრ თაკო ჩარკვიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, რის გამოც გიორგი ვაშაძემ როგორც „პისიარ“ (PCR), ასევე ანტისხეულებზე ტესტი ჩაიტარა, რომელთა პასუხებიც უარყოფითი იყო. სწორედ ამიტომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ხვალიდან დაუბრუნდება“ – აცხადებენ „სტრატეგია აღმაშენებელში“.

Read More »

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება: “ამ ბოლო დროს სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია ვეტერანის მოწმობების შეცვლასთან დაკავშირებით, რაზეც გაცნობებთ, რომ ვეტერანის მოწმობა იცვლება იმ შემთხვევაში, თუ იგი დაზიანებული ან დაკარგულია. ასევე, გაცნობებთ, რომ წელს მიმდინარეობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააღრიცხვო-ელექტრონული ბაზის განახლების პროცესი; აქედან გამომ დინარე, ვეტერანი ვალდებულია, მიმართოს უწყების წარმომადგენელს მისი რეგისტრაციის მიხედვით და შეავსოს მონაცემთა ახალი ანკეტა” – აღნიშნულია ...

Read More »

15 სექტემბრის ანონსი

15 სექტემბერს, 10:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. 15 სექტემბერს, 10:00 საათზე, ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულები, თბილისის საკრებულოსთან მოთხოვნით, „მოგვეცით ერთჯერადი დახმარებები, როგორც სხვა დაზარალებულებს. არა დისკრიმინაციას! არა შერჩევით სამართალს!“ საპროტესტო აქციას გამართავენ. 15 სექტემბერს, 10:30 საათზე, ’’ევროპული საქართველოს’’ პარტიის ოფისში ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატის სერგო რატიანის ბრიფინგი გაიმართება. თემა: გათავისუფლებული ...

Read More »

„YouTube“-მა ახალი სერვისის გაშვების შესახებ განაცხადა, რომელიც „TikTok“-ის ანალოგი იქნება

„YouTube“-ის ვიდეოჰოსთინგმა ახალი სერვისის გაშვების შესახებ განაცხადა, რომელსაც „Shorts“ ეწოდება. ის გათვლილია „სმარტფონებში“ 15 წამიანი ვიდეობის განთავსების მოყვარულთათვის, რომლის გაზიარებაც გამომწერებისთვის არის შესაძლებელი. ამის შესახებ საუბარია „YouTube“-ის ოფიციალურ ბლოგზე. ვარაუდობენ, რომ „Shorts“ პოპულარული „TikTok“-ის ანალოგი იქნება. პირველად „Shorts“-ის ტესტირება ინდოეთში დაიწყება, სადაც მანამდე „TikTok“-ის მოხმარება დაბლოკილია.

Read More »