ბოლო სიახლეები

Daily Archives: სექტემბერი 15, 2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი – მსოფლიო ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისშია

მსოფლიო ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისშია – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, ექიმმა დეივიდ ნაბარომ გააკეთა. „ჯერ პანდემიის ნახევარიც არ გაგვივლია, მის დასაწყისში ვართ. ის უფრო საძაგელი ხდება. ამ ფაზას გავდივართ ევროპაში, სადაც ვაკვირდებით, რომ ყველაფერი უკან ბრუნდება“ – განაცხადა ექსპერტმა.

Read More »

მოგმართავთ მევენახეებს, როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი – სააკაშვილის მიმართვა (ვიდეო)

აქ რამ მოგიყვანა, შე დალოცვილო, შენა – ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ვაზს, რომელიც მისივე თქმით, საფერავის ჯიშისაა და კიევის გარეუბანში თავად ჩაყარა. „ძალიან მენატრება ჩემი ვენახი ყვარელში. თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩემს თავზე კი არ მინდა საუბარი, მინდა საუბარი ჩვენს მევენახეებზე. საქმე იმაშია, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მათ მისცემენ კომპენსაციის სახით ...

Read More »

“ოცნებამ” ბავშვები აგიტაციაში ჩართო – არასრუწლოვნები პოლიტიკაში (ვიდეო)

ტვ პირველი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ არასრულწლოვნები, რომლებსაც ხმის მიცემის უფლებაც კი არა აქვთ, აგიტაციას უწევენ “ქართულ ოცნებას”. ბავშვები საარჩრვნო აგიტაციაში 📌 ქართული ოცნება საარჩევნო აგიტაციაში მცირეწლოვნებს იყენებს Gepostet von TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი am Dienstag, 15. September 2020

Read More »

ჩემს შვილიშვილებს ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში – ამირან გამყრელიძე

სტუდენტებისა და მოსწავლეების მობილობის ზრდა ვირუსის ახალი შემთხვევების მსგავსი რაოდენობის ფონზე მიზანშეუწონელია – ასე უპასუხა „რუსთავი 2“-ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კითხვას, როდემდე და რა პირობით გაგრძელდება შეზღუდვები, რომელიც სკოლებსა და ბაღებთან მიმართებაში მოქმედებს. „ჩემი რამდენიმე შვილიშვილი სკოლის მოწაფეა და მაქვს ეს პრობლემები ოჯახშიც – რატომ არ წავედით სკოლაში, რატომ არ გვიშვებ – ჰგონიათ, რომ მე ...

Read More »

16 სექტემბრის ანონსი

16 სექტემბერს, 09:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) 16 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო “ბილტმორში”გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა იხსნება. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და UNWTO-ის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახსნიან. 16 სექტემბერს, 10:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიასთან დიმიტრი შაშკინის პრესკონფერენცია გაიმართება 16 სექტემბერს, 10:30 საათზე, “ევროპული საქართველოს” პარტიის ოფისში, ’’ ევროპული ...

Read More »

გორში მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს – 1983 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის ...

Read More »

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმე შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულების საქმე შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ამის შესახებ დღევანდელი წინასასამართლო სხდომის შემდეგ ადვოკატებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს. „მოსამართლემ შესვენების შემდეგ განუმარტა ბრალდებულებს ნაფიც მსაჯულთა არჩევის უფლების შესახებ, რომელსაც გაგზავნის პენიტენციურ სისტემაში. ჩამოყალიბდებიან ბრალდებულები და შემდეგ გაგაცნობთ პოზიციას“ – განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა, ლელა გოგოლაძემ. საქმის პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, პროკურატურას დადებითი პოზიცია აქვს ზოგადად ნაფიც მსაჯულთა ...

Read More »