ბოლო სიახლეები

Daily Archives: სექტემბერი 16, 2020

ტოკიოს მაღაზიებში რობოტების დასაქმება დაიწყეს (ვიდეო)

ტოკიოში, სურსათის მაღაზიებში რობოტების დასაქმება დაიწყეს. 2-მეტრიანი რობოტი ბორბლებით გადაადგილდება, დისტანციურად, ვირტუალური რეალობის კონტროლერით და ტაქტილური ხელთათმანებით იმართება. ის კამერებით, მიკროფონებით და სენსორებით არის აღჭურვილი. რობოტი დახლებზე პროდუქტებს ალაგებს. http://video.ambebi.ge/files-6/2020/09-16//roboti-247625.mp4

Read More »

პირველი კადრები რაგბის კავშირიდან, სადაც სროლა იყო და მორაგბე დაიჭრა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირში სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი. http://video.ambebi.ge/files-6/2020/09-16//ragbi-247597.mp4

Read More »

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 20 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 20 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 29 656 504 შემთხვევა გამოვლინდა, 936 905 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20 146 388 – გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

Read More »

სათანადოდ ვერ შევაფასეთ პირბადეების მნიშვნელობა – ბილ გეითსი

Microsoft-ის დამაარსებელი, მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ლიდერებს თავიდანვე შეეძლოთ ბევრი რამ უკეთესად გაეკეთებინათ კორონავირუსთან ბრძოლაში. „პანდემიასთან ბრძოლაში იმ საკითხების რაოდენობა, რაც რეტროსპექტივაში უკეთ შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ძალიან დიდია. სამედიცინო საზოგადოებაც კი აცნობიერებს პირბადეების მნიშვნელობას. იცით, რამდენიმე თვე დაგვჭირდა საამისოდ იმის გათვალისწინებით, რომ რესპირატორული დაავადებების უმეტესობა ხველას უკავშირდება. ასე რომ, შევცდით. სათანადოდ ვერ შევაფასეთ პირბადეების მნიშვნელობა“ – განაცხადა ბილ გეითსმა.

Read More »

გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბლურად მძიმეა და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდება

გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის კონტაქტურია და უახლოეს დღეებში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდება. ინფორმაცია გოგი წულაიას შტაბის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგით გაავრცელეს. “რამდენიმე წუთის წინ თავად ბატონმა გოგიმ დაგვირეკა, გამოგვიცხადა თანადგომა და რამდენიმე კვირაში თავად მოგმართავთ” – მიმართეს მათ საზოგადოებას.

Read More »

რაგბის კავშირში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს

თბილისში, რაგბის კავშირში მომხდარი დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავა.  ამასთან დაკავშირებით შსს-მ ოფიცილაური ინფორმაცია გაავრცელა. „შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები ...

Read More »

სერვისების განვითარების სააგენტომ ელექტრონული ატესტატების გაცემა დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ელექტრონული ფორმით გაცემა დაიწყო. როგორც სერვისების განვითარების სააგენტოში აღნიშნავენ, ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია. „სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დანერგილი ამ სიახლის მიზანია, მის მიერ გაცემული სერვისებით სარგებლობის გამარტივება და ...

Read More »