ბოლო სიახლეები

Daily Archives: სექტემბერი 17, 2020

“რეანიმაციაში ადამიანები გონზე ვერ მოჰყავთ და მიზეზი ზუსტად ესაა…” – თეონა ცხომელიძე

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში, წერს: „ორი დღეა პლაქველინი აღარ მიმიღია, მარტო ინჰალაცია და სისხლის გამათხელებელი, რომელსაც საღამოობით მიკეთებენ. ყნოსვა და გემო ისევ არ მაქვს, მცდელობასაც გავეშვი, ყველა ექსპერიმენტი უშედეგოდ მთავრდება, ვერაფერს ვგრძნობ. მთელი ცხოვრების ოცნება ამიხდა – სულ ერთია რას ვჭამ, შესაბამისად არ გავსუქდები. კორონა რომ გაქვს და წონაზე ღელავ ე.ი. ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ისევ ფრთხილად ვსუნთქავ, ერთი კარგი ამოსუნთქვა და ხველა ...

Read More »

კრიმინალი მხოლოდ ტელევიზიებში იზრდება – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, ქვეყანაში კრიმინალი არ გაზრდილა და ის მხოლოდ ტელევიზიებშია გაზრდილი. ამის შესახებ მან IRI-ის კვლევის იმ ნაწილის შეფასებისას თქვა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეები გამოწვევად ეკონომიკურ პრობლემებსა და კრიმინალის ზრდას ასახელებენ: “რაც შეეხება კრიმინალის ზრდას, კრიმინალი იზრდება ტელევიზიებში და ამის საუკეთესო მაგალითია სპეკულაციები, რომელიც გვესმის ორ საქმესთან დაკავშირებით. ორივე საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და ბოლომდე მივა ეს საქმე, თუმცა ჩვენ სპეკულაციები ...

Read More »

შემზარავი კადრები ქუთაისიდან – +18 (ვიდეო) – მოარიდეთ ბავშვები

უმძიმესი კადრები ქუთაისიდან, სადაც ცოტა ხნის წინ ტრაგედია დატრიალდა – რკინიგზის მუშები ელექტროგადამცემი ხაზის მავთულს ჭიმავდნენ, რა დროსაც დენის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა ერთი კი დაშავდა. “თვითმხილველები ჰყვებიან, რომ როცა გარეთ გამოვიდნენ, ცეცლხმოკიდებული ადამიანები დახვდათ უკვე და მათი დახმარება ვერ შესძლეს” შეგახსენებთ, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ...

Read More »

კონტრკითხვაზე პასუხი ვეღარ გამცა, ამოიღო იარაღი და ორჯერ მესროლა – რაგბის კავშირში დაჭრილი რამაზ ხარაზიშვილი

16 სექტემბერს რაგბის კავშირში დაჭრეს მოქმედი მორაგბე, საინიციატივო ჯგუფის წევრი რამაზ ხარაზიშვილი. იგი თავს კარგად გრძნობს და უკვე შინაა. რამაზმა სოცქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ყურადღებისთვის. ამჟამად კარგად ვარ, სახლში ვიმყოფები და მაქვს წოლითი რეჟიმი. საბედნიეროდ ძვალი არ არის დაზიანებული და ოპერაციამაც მარტივად ჩაიარა. ყველამ ვინც მომიკითხა და ყურადღება გამოიჩინა კიდევ ერთხელ დიდ ...

Read More »

ბარაკ ობამას მემუარების პირველი ნაწილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორ კვირაში, 17 ნოემბერს გამოვა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მემუარების პირველი ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორ კვირაში, 17 ნოემბერს გამოვა. „არ არსებობს წიგნის დასრულების მსგავსი გრძნობა და ამაყი ვარ ამით“ – დაწერა ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. მისი თქმით მემუარებში ის ეცდება, გულწრფელად მოუთხროს მკითხველს თავისი პრეზიდენტობის შესახებ. 768-გვერდიან მემუარებს, სახელწოდებით „აღთქმული მიწა“, ერთდროულად 25 ენაზე გამოსცემენ. There’s no feeling like finishing a book, and I’m proud ...

Read More »

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველი შვიდი კოვიდინფიცირებულიდან ერთი მედიკოსია

მსოფლიო მასშტაბით, ყოველი შვიდი კოვიდინფიცირებულიდან ერთი მედიკოსია, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში, ყოველი სამი ინფიცირებულიდან -ერთი. შესაბამის მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაცია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მომუშავე მედიკოსების დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფის აუცილებლობაზე საუბრობს. „გლობალურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „კოვიდ-19“-ის რეგისტრირებული შემთხვევების 14 პროცენტი ჯანდაცვის სფეროს მუშაკებზე მოდის, ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 35 პროცენტს აღწევს“ – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ...

Read More »

გამოცხადდა სამი პრეტენდენტი ევროპის ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე

უეფას პრესსამსახურმა გამოაქვეყნას პრეტენდენტთა შორტ-ლისტი ევროპის ლიგის 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე. სიაში სამი ფეხბურთელი მოხვდა: ნახევარმცველი ევერ ბანეგა, რომელიც შარშან „სევილიაში“ თამაშობდა და ახლა საუდის არაბეთის „ალ-შაბაბში“ გადავიდა, “ინტერის“ ფორვარდი რომელუ ლუკაკუ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში. გასულ სეზონში ევროპის ლიგის გამარჯვებული „სევილია“ გახდა, რომელმაც ფინალში 3:2 დაამარცხა „ინტერი“.

Read More »