ბოლო სიახლეები

Daily Archives: სექტემბერი 18, 2020

“9000 ინფიცირებულია 24 საათში, სკოლები არ დახურულა, ქუჩაში უნიღბოდ დავდივართ”

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, სოციალურ ქსელში, წერს: “მოკლედ საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების დღეღამური მაჩვენებელი 9000 კაცია, დღეღამური გარდაცვალება 30… 84 დეპარტამენტი წითელ ზონაშია.. თუუმცა ყველაფერი მუშაობს, სკოლები დისტანციურზე არ არიან… არცერთი სკოლა, უნივერსიტეტი ან ლიცეუმი დაკეტილი არაა და არც დაკეტილა სასწავლო წლის დაწყებიდან… ვატარებთ ნიღბებს თუმცა ქუჩაში უნიღბოდ დადის ხალხი. იმისათვის რომ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჭედვა არ იყოს, ავტობუსები დაამატეს.. მოკლედ ასეა საქმე…” – ...

Read More »

ჩემ თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი – ნიკა მელია

გლდანში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“-ს მაჟორიტარი კანდიდატი ნიკა მელია ტვ პირველის ეთერში ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი არ იქნება სიაში “ვანო მერაბიშვილი არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში. ვანო მერაბიშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში, მაშინ, როდესაც აბსოლუტური განუკითხაობა, ყაჩაღებისა და კრიმინალების ბოგინი იყო, ამას ვაფასებ. მაგრამ იმასაც ვაძლევ შეფასებას, რომ ბევრი რამ ...

Read More »

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ეწვია

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, კახაბერ ქემოკლიძემ ელჩს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, მისი აპარატის მანდატი და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. უწყების ცნობით, აშშ-ს ელჩმა ეროვნული სიტუაციური ოთახი დაათვალიერა, სადაც ამჟამად საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საგანგებო მდგომარეობის მართვის ოპერაციული შტაბი მუშაობს. ...

Read More »

კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარას უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარას, 11 ქობულეთს, სამი ქედას, ერთი შუახევს, 34 თბილისს, 11 იმერეთს, ოთხი ქვემო ქართლს უკავშირდება. ასევე, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ახალი ინფიცირებულებიდან სამი გურიასთან, ერთი შემთხვევა კი კახეთთან არის დაკავშირებული. „კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დაგვემატა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში გვაქვს 3 019 დადასტურებული შემთხვევა. ამ 182 ახალი შემთხვევის განაწილება ...

Read More »

ზუგდიდი-ანაკლიის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის არსებული საავტომობილო გზის 3.4 კმ-იანი (კმ3.5 – კმ7) მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. საავტომობილო გზების დეპარყტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო​ გზა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ, სოფელ ინგირის ტერიტორიაზე გადის. აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი დაზიანებულია, სავალი ნაწილი კი დეფორმირებული, რაც ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში. პროექტის შესაბამისად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. 3.4 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, ...

Read More »

“„მაგთიკომის“ მიერ ვირტუალურ ოპერატორებთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია ბაზარზე კონკურენციის გაზრდის ხელშეშლას ემსახურება”

კომპანია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის პერსონალურ მონაცემებსა და კიბერუსაფრთხოებას, სიმართლეს არ შეესაბამება – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ კომპანია „მაგთიკომმა“ გამიზნულად გაავრცელა არასწორი ინფორმაცია საზოგადოებისა და ზოგიერთი მედიის შეცდომაში შესაყვანად. მათივე ცნობით, საქართველოს ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა არავითარ რისკებთან კავშირში არ არის. განცხადების ...

Read More »

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები თბილისის საკრებულოსთან აქციას მართავენ

„ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულები თბილისის საკრებულოსთან ერთჯერადი დახმარებების მიღების მოთხოვნით აქციას მართავენ. შეკრებილები საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი იმ განცხადების პასუხს ელოდებიან, რომელიც თბილისის საკრებულოში მათი საქმის განხილვის მიზნით შეიტანეს.

Read More »