ბოლო სიახლეები

Daily Archives: სექტემბერი 19, 2020

შუახევსა და ქედაში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგენილია

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგენილია. მათივე ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 16 ლოკაციიდან 13-ზე გაწმენდითი სამუშაო პროცესი დასრულებულია. გზა დაზიანებული რჩება მხოლოდ სამი სოფლის მიმართულებით: სკურდიდის, შუშანეთისა და მარადიდის მიმართულებით, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს. მანამდე კი მოსახლეობას საშუალება აქვს, შემოვლითი გზით ისარგებლოს.

Read More »

კასპში მკვლელობა მოხდა

კასპში, სამასი არაგველის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. შუახნის მამაკაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ორ პირს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 45 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაიჭრა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. პირველადი ვერსიით, მამაკაცებს შორის დაპირისპირებას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ჯანმრთელობის დაზიანება) და ...

Read More »

ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა სწორედ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა შეძლო – თალაკვაძე

ჩვენ დღეს ვიმყოფებით ისტორიულ ადგილას და შესაძლოა, ეს დღეც შევიდეს ისტორიაში როგორც დღე, როდესაც სამომავლო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ვისაუბრეთ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი, ჩვენ გვყავს გამოცდილი და ძლიერი ლიდერები, გვაქვს ხალხის ძლიერი მხარდაჭერა და რაც მთავარია, ვაკეთებთ ქვეყნისთვის საჭირო საქმეს. მადლობა მხარდაჭერისთვის, ერთად საქართველოს წარმატებისთვის – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წყალტუბოში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის ...

Read More »

ბათუმის „დინამო“ საქართველოს თასიდან გამოვარდა – შესაძლოა, გეგუჩაძემ გუნდი დატოვოს

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე მერთვედფინალის ორი შეხვედრა გაიმართა – სენსაციური შედეგი დაფიქსირდა თბილისში, ტექნიკურ ცენტრ ბაზაზე, სადაც ლიგა 2-ის გუნდმა, „გაგრამ“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. „გაგრამ” დაადასტურა, რომ სათასო გუნდია და დიდი სენსაციის ავტორი გახდა. 38-ე წუთზე, ბათუმელთა ნიგერიელმა ლეგიონერმა გოდფრი ობოაბონამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. დიდი მცდელობის მიუხედავად, სტუმრებს არაფერი გამოუვიდათ და „გაგრა“ მეოთხედფინალში გავიდაა. მატჩის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის ...

Read More »

გიორგი ხუმარაშვილი კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

გიორგი ხუმარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ორი დღის წინ თიანეთში თვითმკვლელობა სცადა, მძიმეა. ახლგაზრდა მამაკაცი გუშინ თიანეთიდან ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე კომატოზურ მდომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება. გიორგი ხუმარაშვილის დედის, ნენე ხარხელაურის ინფორმაციით, თვითმკვლელობის ცდელობას მის შვილსა და სოფლის რწმუნებულს, ზურაბ ბექაურს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღვოდა. მისვე თქმით, ზურაბ ბექაური გიორგი ხუმარაშვილს სთოვდა, თამაზ მეჭიაურის გადაადგილების მარშრუტისა ...

Read More »

საქართველოში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 5 108 პირი დაჯარიმდა

კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში, კერძოდ, მიმდინარე წლის 12 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში პირბადის ტარების წესის დარღვევის 9 884 შემთხვევა დაფიქსირდა. მონაცემები საქართველოს პირველმა არხმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა. სამინისტროს დანაყოფების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 11 მუხლით („პირბადის ტარების წესის დარღვევა“) დასახელებულ პერიოდში 5 107 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა, 4 776 პირს კი სიტყვიერი შენიშვნა/გაფრთხილება მიეცა.

Read More »

მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სარაგბო კლუბ „იუნკერების“ მოთამაშისა და საქართველოს რაგბის ეროვნული შვიდკაცა ნაკრების კაპიტნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე ბრალდებულ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. დაცვის მხარე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და 20 ...

Read More »