ბოლო სიახლეები

Daily Archives: სექტემბერი 20, 2020

წარმატება უნდა გახდეს საქართველოს საფირმო ნიშანი – მამუკა მდინარაძე

ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნომერ პირველ პრიორიტეტად აირჩია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ეს საამაყოა. ამაყი ხარ, როცა იცი, რომ შენმა გუნდმა მინიმუმ ერთი პროგრამის გამო, „ც“ ჰეპატიტის პროგრამის მეშვეობით, 50 ათასამდე ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ ბაღდათში ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროგრამებზე ...

Read More »

სახელმწიფო კეთილგანწყობილი თუ არის და ეკლესიასთან ურთიერთობა არ ეთაკილება – მეუფე ანტონი

თუ სახელმწიფო არის კეთილგანწყობილი და არ ეთაკილება ეკლესიასთან ურთიერთობა, მზად ვართ, ვიყოთ იქ, სადაც ხდება სახელმწიფოებრივი ნებისმიერი რამ, ვის უნდა შევუთანხმო, სად წავიდე და სად არა – ასე პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვას ვანი-ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი, რატომ ესწრებიან სამღვდელო პირები მმართველი პარტიის საარჩევნო შეხვედრებს და იქონიებს თუ არა ეს გავლენას მოქალაქეების არჩევანზე. როგორც მიტროპოლიტი ამბობს, ეკლესია ყოველთვის არსებულ ხელისუფლებას უჭერს მხარს და ...

Read More »

ჰოკეის ეროვნული ლიგა სრულფასოვანი სეზონის ჩატარებას აპირებს

მომდევნო სეზონში ჰოკეის ეროვნული ლიგა სრულფასოვანი რეგულარული ჩემპიონატის ჩატარებას გეგმავს – თითო გუნდისთვის 82 მატჩით და ოთხრაუნდიანი პლეი ოფით – განაცხადა NHL-ის კომისარმა გარი ბეტმენმა. მან არ გამორიცხა, რომ ახალი ჩემპიონატი დეკემბრის ბოლოს დაიწყება, შესაძლოა, იანვარში. თავდაპირველი გეგმით, ლიგა მომდევნო სეზონის დაწყებას პირველ დეკემბერს აპირებდა. „ვფიქრობ, რომ მომდევნო სეზონი სრული მოცულობით გაიმართება. თითოეული გუნდი 82 მატჩს ჩაატარებს და პლეი ოფიც ...

Read More »

აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სომხეთი ახალი ომისთვის ემზადება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეჭვობს, რომ სომხეთი ახალი ომისთვის ემზადება. აზერბაიჯანულ ტელეკომპანიებთან შეხვედრისას, ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებულ ხაზზე სომხეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია შეინიშნება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთის მხრიდან ივლისის პროვოკაციის ერთ-ერთი მიზეზი იყო სურვილი შეემოწმებინა, რა რეაქცია ექნებოდათ მის მოკავშირეებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. „ისინი ახალი დიდი ომისთვის ემზადებიან. ჩვენ გვაქვს ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაცია. ჩვენ ვიცით, რა ხდება ...

Read More »

იტალიაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი და რეგიონული არჩევნები ტარდება

20-21 სექტემბერს, იტალიაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი და რეგიონული არჩევნები ტარდება. რეფერენდუმზე მოსახლეობამ პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის შემცირების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. კონკრეტულად კი, იტალიელებმა უნდა უპასუხონ კითხვას, სურთ თუ არა 630-დან პარლამენტარების რიცხვი 400-მდე შემცირდეს ქვედა პალატაში, ხოლო 315-დან 200-მდე შემცირდეს ზედა პალატაში. ინიციატივის ავტორი მმართველ კოალიციაში შემავალი პარტა „5 ვარსკვლავის მოძრაობაა“, რასაც პარტიების უმეტესობაც უჭერს მხარს. ცვლილების ინიციატორები აცხადებენ, რომ დეპუტატების რიცხვის შემცირებით ...

Read More »

სამტრედიაში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანეს

სამტრედიაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დევი ჭანკოტაძის საარჩევნო ბანერს საღებავი შეასხეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გოჩა კუპრავას განცხადებით, აღნიშნული ფაქტი მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის წახალისებული. „ეს არის ხელისუფლების დაკვეთით გაკეთებული. ჩვენი კანდიდატის საარჩევნო ბანერის დაზიანებას წინ უძღოდა ხელისუფლების სურვილი დაეფარა აღნიშნული ბანერი. ხელისუფლებამ უკანონოდ მოისურვა დევი ჭანკოტაძის ბანერის წინ გაეკეთებინა კიდევ ერთი ბანერი წარწერით „სამტრედია 150 წლის“, რომელიც ...

Read More »

“ვისაც იჯარიდან ჰქონდა შემოსავალი ან შეუმცირდა ან საერთოდ დაკარგა”

“უძრავი ქონების ბაზარი განიცდის სტაგნაციას” – ამის შესახებ BM.GE-ის უძრავი ქონების სფეროს ექსპერტმა შოთა გუჯაბიძემ განუცხადა. როგორც გუჯაბიძე ამბობს, კომერციული ფართების გაქირავების ნაწილში ყველაზე მეტად იმ ფართების მფლობელებს გაუჭირდათ, რომლებიც ქონებას სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებზე აქირავებდნენ. თუმცა, საიჯარო ქირის შემცირება დაიწყეს მსხვილმა კომპანიებმაც. “უძრავი ქონების ბაზარი განიცდის სტაგნაციას. უშუალოდ გაქირავების ბაზარზე რომ ვისაუბროთ, ყველაზე მეტად გაუჭირდა სარესტორნე ბიზნესს, იმიტომ, რომ თუნდაც ...

Read More »