ბოლო სიახლეები

Daily Archives: სექტემბერი 21, 2020

მყვინთავ მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ

ყვინთავ მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს სრუქტურულ რეფორმირებას. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაყოფილებები. მასში გაერთიანდებიან მყვინთავი მაშველები. დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას. ასევე, მყინთავ მაშველებს ხელფასი გაეზრათ 100 პროცენტით. აღნიშნული ...

Read More »

დღეს ღვთისმშობლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება. წირვა აღევლინება ასევე მახათას მთაზე მდებარე ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს ელოდებიან. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.

Read More »

ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის საგარეო ვალი 3-ჯერ, დაახლოებით 13.3 მილიარდი ლარით გაიზარდა

ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის საგარეო ვალი 3-ჯერ, დაახლოებით 13.3 მილიარდი ლარით გაიზარდა. მთავრობის საგარეო ვალის დინამიკა წლიდან წლამდე მზარდია და ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე წელი, რამდენადაც 2020 წლის ბოლომდე საქართველოს მთავრობა საგარეო ვალის 6.1 მილიარდი ლარით ზრდას გეგმავს. რაც შეეხება წინა წლების დინამიკას, საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 2003 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 3.2 მილიარდ ლარს (1.5 მლრდ აშშ ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 92 აჭარას, 53 იმერეთს, 31 კი თბილისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარას, 53 იმერეთს, 31 კი თბილისს უკავშირდება. „დაგვემატა 193 შემთხვევა და გახდა 3695. 193 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 92, იმერეთი -53,  თბილისი -31, სამეგრელო-ზემო სვანეთი – რვა, გურია – შვიდი, რაჭა ლეჩხუმი – ერთი, მცხეთა მთიანეთი – ერთი“ – განაცხადა ეზუგბაიამ. მისივე განმარტებით, 40-ით გაიზარდა ...

Read More »

აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელმაც დონალდ ტრამპის მოწამვლა სცადა

აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელმაც დონალდ ტრამპის მოწამვლა სცადა – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. როგორც „სიენენი“ იუწყება, ქალი კანადისა და აშშ-ის საზღვარზე დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილს თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ვაშინგტონის პროკურატურა ბრალის წარდგენისთვის ემზადება. როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს წერილი, რომელშიც მომწამვლელი ნივთიერება „რიცინი“ იყო მოთავსებული. გამოძიება ვარაუდობდა, რომ წერილი ტრამპს კანადიდან გაუგზავნეს. გამოძიებას ფედერალური საგამოძიებო ...

Read More »

ბათუმის საქალაქო სასამართლოში კორონავირუსი რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში კორონავირუსი რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა, თუმცა მათ შორის არ არიან მოსამართლეები – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სასამართლოს ადმინისტრაციაში განუცხადეს. ისინი არ აკონკრეტებენ, რამდენი პირია ინფიცირებული, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ რაოდენობა არის ცოტა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მასობრივი ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომებზე დამსწრე ორ ადვოკატს კორონავირუსი დაუდასტურდა. სასამართლო მუშაობის სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

Read More »

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, ტაჯ მაჰალი იხსნება

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, ინდოეთის მთავარი ღირსშესანიშნაობა ტაჯ მაჰალი იხსნება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კვლავ ძალაში დარჩება შეზღუდვები, როგორიცაა პირბადის ტარება, თერმოსკრინინგი, ასევე დამთვალიერებლები ვალდებული იქნებიან ტერიტორიაზე დისტანცია დაიცვან. ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 87 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 1 130 ადამიანი დაიღუპა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში ვირუსი 5,4 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 87 882 ადამიანი.

Read More »