ბოლო სიახლეები

Daily Archives: სექტემბერი 23, 2020

ამომრჩევლის დაშინება კანონდარღვევაა!

ყველას გვსმენია არჩევნებზე დაშინების შესახებ, ან ჩვენ თავად ვყოფილვართ მსხვერპლი ამომრჩეველს აშინებენ ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების, სამსახურიდან გათავისუფლების ან სხვა მუქარით. ხშირად მუქარა ვრცელდება არა მხოლოდ ერთ ადამიანზე, არამედ ოჯახის ყველა წევრზე. გახსოვდეს, დამშინებელი შესაძლოა გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს მსგავსი ფაქტების შესახებ დაგვირეკეთ : +995 322 921403 კონფიდენციალობა დაცულია!

Read More »

ფონიჭალაში ნარკორეალიზების ბრალდებით 11 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ნ.ა., 1973 წელს დაბადებული ი.ა., 1987 წელს დაბადებული კ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.გ.,1967 წელს დაბადებული დ.ფ., 1976 წელს დაბადებული ს.გ., 1999 ...

Read More »

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარას, 34 თბილისს, ერთი კი დუშეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება. ინფიცირების დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება. „აჭარაში გამოვლინდა 165 შემთხვევა, თბილისში – 34, რუსთავში – ოთხი, იმერეთში – 14 , აქედან ორი თერჯოლაში და 12 ქუთაისში, გურიაში – ოთხი, აქედან ერთი ლანჩხუთში, სამი ოზურგეთში, დუშეთში – ერთი, ზუგდიდში – ...

Read More »

უბადრუკებო და ჩარჩენილებო ასე გააგრძელეთ – რომელ პარტიას მიმართავს “ოცნების” დეპუტატი?!

“ოცნების” დეპუტატი და პარტიის რეგიონალური მდივანი, დიტო სამხარაძე, სოციალურ ქსელში, წერს: “შმაცურ რუსული ოპოზიციის საარჩევნო კლიპებს თვალი რომ გადავავლე, ისევ იქ არიან, 1990-1994 და 2003 წლებში, ჯერ ზვიადის და მერე ედიკას წინააღმდეგ როგორც იბრძოდნენ ათეული წლების წინ, ახლაც იგივე საარჩევნო ლოზუნგებით და მეთოდებით მოქმედებენ, უბადრუკები კარგია, ასე გააგრძელეთ ჩარჩენილებო ზუსტად მაგიტომ გამოგდით სახელმწიფო გადატრიალებები და ჩვენი დამარცხება ვუყურებ და ამათი შემხედვარე, ...

Read More »

“ოცნების 1500 ლარიანი ექსპერტები სააკაშვილს გადაეფარნენ…”

“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, სტატუსს ავრცელებს. “ქართული ოცნების 1500 ლარიანი ექსპერტები ისე გადაეფარნენ სააკაშვილს, როცა დემოკრატიულმა ოპოზიციამ ადეკვატურად ირეაგირა მის გამოხტომაზე, უნდა მიხვდეს დემოკრატიული ოპოზიცია რომ სწორ გზაზე დგას. დიახ, სანიტარული დერეფანი გვჭირდება ბოროტების ორ მხარესთან – ივანიშვილთან და სააკაშვილთან” – წერს ჩორგოლეიშვილი.

Read More »

“ნიჭიერს” ხომ უყურეთ? მაყურებლით გადაძეძგილ დარბაზში?! – რას ყველა ლაშა ჩხარტიშვილი

ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი ლაშა ჩხარტიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: “ნიჭიერს” ხომ უყურეთ? მაყურებლით გადაძეძგილ დარბაზში, ჰოდა თეატრები ვიყოთ ასე. მშვიდად, წყნარად, ჩვენთვის, ვიმუშავოთ (ვიცი, რომ ბევრგან სარეპეტიციო პროცესი მომდინარეობს) იმ იმედით, რომ ოდესმე მოგვცემენ უფლებას შემოვუშვათ მაყურებელი დარბაზებში… წარმოიდგინეთ ბერიას, მჟავანაძის, შევარდნაძის და ა.შ. ვიღაცეების დროს, რას იზამდნენ სანდრო, კოტე, ვერიკო, აკაკი, სერგო, ვასო, სესილია, ეროსი, რამაზი და ა.შ. ათობით დიდი არტისტი, ...

Read More »

ეროვნული ბანკი დღეს კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის, -ამის შესახებ ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, წინა სავალუტო აუქციონი სებ-მა 16 სექტემბერს გამართა და 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

Read More »