ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 1, 2020

ხუთი წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პირს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და ხუთი წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში ა.ა. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 13 წელი განუსაზღვრა. როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა საქმეზე მოპოვებული ყველა უტყუარი მტკიცებულება, რითაც დადასტურდა, რომ 2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 58 წლის ა.ა.-მ ხუთი წლის გოგონასთან ...

Read More »

პოლონეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1967 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პოლონეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1967 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაა პოლონეთში ყოველდღიურად ვირუსის 1000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 93 481 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 2543 ადამიანი.

Read More »

ნატო-ს ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს – “მოემზადეთ წევრობისთვის”

ნატო-ს ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, „მოემზადოს წევრობისთვის“ – ამ სათაურით Emerging Europe სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი ქრეიგ ტურპ-ბალასი წერს, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა, „სრულად გამოიყენოს“ ნატო-სთან დაახლოების ყველა შესაძლებლობა და „მოემზადოს წევრობისთვის“. „ბრიუსელში ვიზიტის დროს, გახარიას ასევე შეახსენეს, რომ ნატო-ს იმედი აქვს, საქართველო მომავალი თვის არჩევნებზე უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილოს. „ეს მნიშვნელოვანია საქართველოსა და ნატო-სთვის“, – თქვა სტოლტენბერგმა“ ...

Read More »

სკოლებში ეპიდემიური ხარისხის კონტროლი მაღალია – თამარ გაბუნია

შრომის ინსპექტირების სამსახურმა 3 000-მდე სკოლა შეამოწმა და მათი 99 პროცენტი პირველი შემოწმებისთანავე მზად იყო სასწავლო პროცესის განახლებისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნიამ მეექვსე კლასის ჩათვლით სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, სკოლებში ეპიდემიური ხარისხის კონტროლი მაღალია. „პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს განსაკუთრებით სჭირდებათ საკლასო ოთახში განათლება და სწორედ ამიტომ ბავშვის ყველაზე საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, ეპიდემიური რისკების ...

Read More »

კვარაცხელია ისევ საუკეთესოებშია – ქართველი სექტემბრის ნომინანტებში დაასახელეს

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტებშია – ინფორმაციას პრემიერლიგის Twitter-ი ავრცელებს. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის გარდა, პრეტენდენტებს შორის არიან არტიომ ძიუბა („ზენიტი“ – 3 მატჩი, 5 გოლი, 1 პასი), მეკარე მარინატო გილერმე („ლოკომოტივი“, 3 „მშრალი“ მატჩი), ნახევარმცველი კრისტიან ნობოა („სოჭი“, 3 მატჩი, 3 გოლი) და მცველი აირტონ ლუკასი („სპარტაკი“, 3 მატჩი, 2 გოლი). გულშემატკივარს გამოკითხვაში ხმის მიცემა რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ Vkontakte-ზე შეუძლიათ. ყაზანის „რუბინში“ ...

Read More »

პირველი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 418 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

2020 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 418 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის პირველ ოქტომბერს ქვეყანაში აივ ინფიცირების 503 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „მთლიანობაში კი, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში 2020 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, 8 520 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებულია, მათ შორის 6 362 მამაკაცია და 2 158 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა ...

Read More »

შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის სამი არასრულწლოვანია და სამივე მათგანი მკურნალობას სახლის პირობებში გაივლის. შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის განცხადებით, ინფიცირებულთა შორის ორი ტირძნისის, ერთი ნადარბაზევის, ერთი გორის მცხოვრებია. გულედანის ინფორმაციით, ინფიცირებულთა შირის შავშვების სკოლის მოსწავლეები და გორის „ჯიპისის“ აფთიაქის თანამშრომელია. შავშვების სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გადავიდა. როგორც გულედანმა აღნიშნა, გორის „ჯიპისის“ აფთიაქში ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა და ...

Read More »