ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 2, 2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში საბავშვო ბაღის ყოფილი შენობა დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში საბავშვო ბაღის ყოფილი შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ, დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო – სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ასევე, იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები. როგორც ისინი აცხადებენ, დაზარალებულ ოთხ ოჯახს მერია საცხოვრებლის ქირის საფასურს გადაუხდის. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

Read More »

საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 7 093 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 295 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 714-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი ჯამში 43-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 ...

Read More »

პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1968 წელს დაბადებული რ.კ. და 1970 წელს დაბადებული დ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულები თბილისში, ასათიანის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის კვეთაზე ტაქსიში ჩასხდნენ. ერთ-ერთმა ბრალდებულმა ...

Read More »

დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდათ

აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თავად დაწერა. „დღეს პირველმა ლედიმ და მე „კოვიდ-19“-ის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღეთ. დაუყოვნებლივ ვიწყებთ კარანტინსა და გამოჯანმრთელების პროცესს. ამას ერთად დავძლევთ“ – წერს დონალდ ტრამპი. Tonight, @FLOTUS and I tested positive for COVID-19. We will begin our quarantine and recovery process immediately. We will get through this TOGETHER! ...

Read More »

„რასინგის“ ცხრა მორაგბეს კორონავირუსი აქვს – „ჩემპიონთა თასის“ ფინალი საფრთხეშია

მას შემდეგ, რაც „რასინგ 92“-ის რამდენიმე მორაგბეს კორონავირუსი დაუდგინდა, „ჩემპიონთა თასის“ ფინალი, რომელიც გუნდმა 17 ოქტომბერს, „ექსეტერ ჩიფსის“ წინააღმდეგ უნდა გაიმართოს, საფრთხეშია. ორგანიზაცია ინფიცირებული სპორტსმენების ვინაობას, რა თქმა უნდა, არ ამხელს. პარიზულმა კლუბმა სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა, რომ COVID 19 გუნდის ცხრა წევრს აქვს. „ტესტების შედეგად, რომელიც მთელს გუნდს ჩაუტარდა, გამოვლინდა რამდენიმე დადებითი შემთხვევა. ახლა ველოდებით საფრანგეთის რაგბის კავშირის რეკომენდაციებს და ...

Read More »

ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების სამძებრო სამუშაოები გრძელდება [ფოტო/ვიდეო]

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში ამ დრომდე გრძელდება მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების სამძებრო სამუშაოები. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა. სამძებრო სამუშაოებს რთული რელიეფი აფერხებს. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რეგიონის პოლიციისა და საგანგებო სიტუაციათა მართვის ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერმა სახლი წაიღო, მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოები. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, მეწყერის ქვეშ ხუთი ადამიანია მოყოლილი. ...

Read More »