ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 3, 2020

ვერაფერი გიშველით, ვერც ფული, ვერც ინტრიგები, „ქართული ოცნება” მიდის ისტორიულ სანაგვეში – გოცირიძე

ვერაფერი გიშველით, ვერც ფული, ვერც ინტრიგები, ვერც ადმინისტრაციული რესურსები. „ქართული ოცნება” მიდის ისტორიულ სანაგვეში“ – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ მარნეულში განაცხადა, სადაც “ნაცმოძრაობა” აქციას მართავს. როგორც გოცირიძე აცხადებს, “ქართულმა ოცნებამ” “ნაცადი იარაღი- ძალადობით დაშინება” აამოქმედა. “ამ ხელისუფლების მთავარი იარაღი არჩევნებში იყო ძალადობა, დაშინება, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, გაყალბება, დაიწყეს მათი ნაცადი იარაღის ამოქმედება. პირველი მათი შემონახული ბოროტი ...

Read More »

სომხეთმა ჩვენი ტერიტორიები უნდა დატოვოს, ომი მხოლოდ ამის შემდეგ შეწყდება – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ომი მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიებს დატოვებს. როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. ჩემი მოთხოვნები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, რადგან მთელი მსოფლიო აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ ცნობს „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას“. ჩემი სიტყვები, შეიძლება ითქვას, არის გაერო-ს ...

Read More »

ტყის ხანძრების გამო, პარაგვაიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა (ფოტო)

ტყის ხანძრების გამო, პარაგვაიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხანძარი ჩაკოს რეგიონში მძვინვარებს, სადაც ცეცხლის 5 ათასზე მეტი კერაა დაფიქსირებული. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, პარაგვაის ხელისუფლება ხანძრის ჩაქრობის ოპერაციისთვის მეტი სახსრების მოზიდვას შეძლებს. ჩაკოს ტყეში დიდი ფერმები მდებარეობს, ასევე აღნიშნული ტერიტორია მკვიდრი ტომებისა და ცხოველების იშვიათი სახეობების, მათ შორის იაგუარების საცხოვრებელია. ჩაკოს რეგიონში ცეცხლის გავრცელებას მშრალი ამინდი და ჰაერის მაღალი ტეmპერატურა უწყობს ხელს. ...

Read More »

მიხეილ სააკაშვილი – ბუბა კიკაბიძე არის კარგი გაგებით პოლიტიკოსი

ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში  – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფეისბუქის გვერდზე წერს. „ბუბა კიკაბიძე მთელმა საბჭოთა რუსეთის თაყვანისმცელთა ბრიგადამ ჩვენს სიაში მტრის აგენტად და ოკუპანტის წარმომადგენლად გამოაცხადა. ადამიანს ზუსტად ის უნდა დააბრალო, რაც არ არის – ეს მათი საყვარელი ხელწერაა! ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით ...

Read More »

“ჰოდა, მე რა უნდა გითხრათ, დალოცვილებო?! აგერ არის ბიბლია და წავიკითხოთ გულდასმით და ყურადღებით”

სოაციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, საკუთარ გვერდზე სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ბიბლია. დანიელ წინასწარმეტყველი თავი მეთორმეტე. 1. იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება. 2. მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო ...

Read More »

სექტემბერში უკანონო ტყითსარგებლობის 184 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1-ლი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 184 ფაქტი გამოავლინეს. სამინისტროს ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 88 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 28 ფაქტი, იმერეთში – 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 13, აჭარაში – 11, ქვემო ქართლში – 10, შიდა ქართლში ...

Read More »

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა აღნიშნული კონფლიქტით გამოწვეული მძიმე ვითარება, რომელსაც შედეგად, სამწუხაროდ, უკვე მოყვა მსხვერპლი, ვითარების ესკალაცია კი მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს ...

Read More »