ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 4, 2020

პოლიციამ რუისპირში თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი – 1984 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 7-⁠დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ მოკლა თანასოფლელი – 1979 წელს დაბადებული ი.ხ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ...

Read More »

მინსკში აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს (ფოტოები)

მინსკში საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბელარუსის დედაქალაქში დღეს ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკო საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ქვეყანაში პროტესტის ტალღა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. „როიტერი“ წერს, რომ დაკავებულია სულ მცირე ათი დემონსტრანტი.

Read More »

გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით მოქალაქე მივიდა. დემონსტრაცია გერმანიის სამხრეთით, ბოდენის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც პარალელურად, კონტრაქციაც მიმდინარეობდა. „როიტერი“ წერს, რომ ადგილობრივი პოლიციის ცნობით, აღნიშნულ აქციებზე, დაახლოებით 10 500-11 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის 300 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 9 500-ზე მეტი ლეტალური აღმოჩნდა.

Read More »

ჩვენ არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას – ვლადიმერ ბორცვაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა, მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. „უწყების თითოეული თანამშრომელი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება აღნიშნულ ამოცანას და მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას ახდენს თითოეულ ინციდენტზე. ჩვენ არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე. მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე მათ მხარდამჭერებს, თავი ...

Read More »

დიდი ბრიტანეთი თავშესაფრის მინიჭების სისტემის ცვლილებას გეგმავს

დიდი ბრიტანეთი თავშესაფრის მინიჭების სისტემის ცვლილებას გეგმავს. ინციატივას ქვეყნის შინაგან საქმეთა მდივანი პრიტი პატელი კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს. მისი თქმით, თავშესაფრის მინიჭების ახალი სისტემა იქნება მტკიცე და სამართლიანი. გამოცემა „თაიმსი“ წერს, რომ ახალი ინიციატივის თანახმად, დიდ ბრიტანეთში თავშესაფარს ვერ მიიღებენ ის მიგრანტები, რომლებიც ქვეყანაში უკანონო გზით ჩავიდნენ. პრიტი პატელის თქმით, მორალურად გაუმართლებელია თავშესაფრის მინიჭება იმ პირებისთვის, რომლებმაც ...

Read More »

ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და მარნეულში ძალადობის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ გააკეთა. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1987 წელს დაბადებული პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ...

Read More »

აზერბაიჯანის მთავრობა სომხეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის მთავრობა სომხეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ განჯაში მშვიდობიანი მოსახლეობა იბომბება. მანამდე, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი გაანადგურეს. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის, ზაქირ ჰასანოვის განცხადებით, სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის დაბომბვას პროვოკაციული ხასიათი აქვს და საომარი მოქმედებების ზონას აფართოებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე, ხიკმეთ ჰაჯიევი ამბობს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად ქვეყანა უფლებას იტოვებს, ლეგიტიმური ...

Read More »