ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 5, 2020

ბელგიის ვიცე-პრემიერი ტრანსგენდერი ქალი გახდა

ბელგიაში ვიცე-პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ტრანსგენდერი ქალი დანიშნეს. ამის შესახებ The Brussels Times-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი ასეთი შემთხვევაა ევროკავშირის ისტორიაში. პეტრა დე სუტერი მანამდე ევროპარლამენტის დეპუტატი იყო, ახლა კი პრემიერის მოადგილის თანამდებობასთან ერთად სახელმწიფო საწარმოების და სახელმწიფო ადმინისტრაციის მინისტრის პოსტზე დაინიშნა. ის განათლებით გინეკოლოგია და გენტის უნივერსიტეტში რეპროდუქტიული მედიცინის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ბელგიის ლგბტ-ორგანიზაციებმა დე სუტერის დანიშვნა ისტორიულ მოვლენად შეაფასეს, ძირითადად იმიტომ, რომ ამ ფაქტს მედიაში აჟიოტაჟი არ გამოუწვევია.

Read More »

რა განსხვავებაა 2020 წლის საარჩევნო კამპანიებსა და წინა წლების საარჩევნო კამპანიებს შორის

არის თუ არა განსხვავება 2016 და 2018 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებსა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს შორის? ამ საკითხზე „რეზონანსთან” პოლიტოლიგები გია აბაშიძე და გია ხუხაშვილი სუაბრობენ. ისინი რადიკალურ განსხვავებებს ვერ ხედავენ, თუმცა ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები აქვთ: გია აბაშიძის თქმით, ძალადობრივი ფაქტები ძირითადად ოპოზიციის მიერ არის გამოწვეული და მოქმედი ხელისუფლება პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით უფრო მაღალ დონეზე დგას, ხოლო გიგა ხუხაშვილი ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ განცხადებით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 5 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. გლდანის რაიონი-გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის და ბადრი კობახიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილის, ანგია ბოჭორიშვილის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი-გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან ...

Read More »

ჩეხეთში დღეიდან საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

ჩეხეთში დღეიდან საგანგებო მდგომარეობა ხელახლა ცხადდება – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდის გამო მიიღო. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში იზღუდება შენობაში 10 ადამიანზე მეტის, გარეთ კი 20-ზე მეტის შეკრება. იკრძალება სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება. გარდა ამისა, რესტორნებში ერთ მაგიდასთან ერთდროულად 6-ზე მეტი ადამიანის დაჯდომა ნებადართული არ იქნება. იმ რაიონებში კი, სადაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცეს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია – კახა კალაძე

ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცეს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე ათწლეულებია, ფონდი „ქართუ“ უამრავ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედ ბუნებაზე ზრუნვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მწვანე სივრცეებისა და უნიკალური პარკების შექმნაა, რომელთაგან დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 416 აჭარას, 72 თბილისს, 44 კი იმერეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარას, 72 თბილისს, 44 კი იმერეთს უკავშირდება. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. „გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგისტრირებულია 578 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი. აჭარაში დაფიქსირდა 416, თბილიში – 72, იმერეთში – 44, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 23, ქვემო ქართლში -10, გურიაში – რვა, ...

Read More »

ბევრი ნაოჭი არ მაქვს, რადგან გულში წყენას არ ვინახავ – სააკაშვილი

ბევრი ნაოჭი არ მაქვს, რადგან გულში წყენას არ ვინახავ, თმებიც არ დამცვივდა ჯერ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. „ნებისმიერი ადამიანი, ახლა ვინც არის „ოცნებაში“ და, როგორც კი აღარ იქნებიან იმ მდგომარეობაში, მე არავითარი წყენა არ მექნება. ხომ ხედავთ, ბევრი ნაოჭი არ მაქვს და რატომ არ მაქვს, იცით? ...

Read More »