ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 6, 2020

კორონავირუსის ვაქცინა შესაძლოა, წლის ბოლოსთვის მზად იყოს

COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა წლის ბოლოსთვის მზად იყოს – ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა განაცხადა. „ჩვენ გვჭირდება ვაქცინა, არის იმედი, რომ ვაქცინა გვექნება წლის დასასრულს. იმედი არსებობს. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, სოლიდარობა გვჭირდება და მთელი ენერგია უნდა გამოვიყენოთ ვირუსთან საბრძოლველად” – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

Read More »

შაქარაშვილის საქმე – გასაჯაროვდა, რას მოჰყვა წვეულებაზე ნახალოვკელების გაღიზიანება (ექსკლუზიური ვიდეო)

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „ტვ პირველი“ ასაჯაროებს კადრებს წვეულებიდან, სადაც დიჯეი კოკო იმ მუსიკას უკრავს, რომლის გამოც საბედისწერო ღამეს დაპირისპირება დაიწყო.

Read More »

7 ოქტომბრის ანონსი

7 ოქტომბერს, 10:30 საათზე ’’ევროპული საქართველოს’’ შტაბის უფროსის სერგი კაპანაძის ბრიფინგი გაიმართება. თემა: ოპოზიციის წინააღმდეგ მართული ორგანიზებული დისკრედიტაციული კამპანიის „ფეისბუქ“ გვერდები. საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია – 5 99 43 43 08; თორნიკე დიასამიძე – 5 97 04 06 08 7 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ქუთაისში, “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის ოთარ კახიძის ბრიფინგი გაიმართება. თემა: კორუფცია მერიაში მის.: ქუთაისი, თამარ მეფის 40, ლომებიანი სახლი. საკონტაქტო: ნანუკა მიქელაძე ...

Read More »

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, ბათუმში რამდენიმე მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო

ბათუმში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამართული აქციის რამდენიმე მონაწილემ აჭარის მთავრობის შენობასთან შიმშილობა დაიწყო. აქციის მონაწილეთა შორის არიან სამორინეების, რესტორნების, სხვა ობიექტების თანამშრომლები, ასევე თურქეთში დასაქმებული პირები. შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ისინი საზღვრების გახსნას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნას, საბანკო პროცენტების ჩამოწერას და კომპენსაციის გაგრძელებას მოითხოვენ. „ბანკი არ მაძლევს შეღავათს, რითი გადავიხადო?! დავრჩი უმუშევარი, ვინც მუშაობს და სამსახურიდან შორსაა, ...

Read More »

“ბავშვს შიმშილისგან სკოლაში გული წაუვიდა, შერცხვა და მიზეზი ვერ თქვა”

6 ოქტომბერს, სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის მე-4 კლასელმა ბიჭუნამ გაკვეთილზე შიმშილისგან გონება დაკარგა და ძლივს მოასულიერეს. მიზეზი, თუ რის გამო დაებინდა გონება, პატარამ დამალა – მასწავლებლის და კლასელების შერცხვა… ბოლო რამდენიმე დღეა 10 წლის გიორგისა და მის დებს, 13 წლის ლიანას და 7 წლის ვიკას საჭმელი არ უჭამიათ. მათი საუზმე, ვახშამი და სადილი ნახევრად დამტკბარი ჩაია… პატარების გასაჭირი მხოლოდ შიმშილი ...

Read More »

მასიური მოწამვლა გორში – ეპიდემიოლოგები ადგილზე ჩავიდნენ

ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში, მოწამლულ ბავშვთა რიცხვი დღის მეორე ნახევარში 10-ით გაიზრდა. წინასწარი ინფორმაციით, პატარების მოწამვლის მიზეზად სასმელი წყლი სახელდება. ცნობილია, რომ ბოლო ორ დღეში მხოლოდ ერთ კლინიკას 111-მა მოზარდმა მიმართა, მათი უმრავლესობა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, სახლში აგრძელებს მკურნალობას. კლინიკის სტაციონარში 24 არასრულწლოვანი რჩება. მედიკოსების თქმით, ყველა პაციენტს ერთი და იგივე სიმპტომი ახასიათებს. თბილისიდან გორში მასიური მოწამლვის შემთხვევების მიზეზის ...

Read More »

სახელმწიფო 48 მილიონად ქირაობს საწოლებს – “ამ ფულით საავადმყოფოს ააშენებდა”

ქვეყანაში, კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის ფონზე სახელმწიფო საავადმყოფოებიდან საწოლებს ქირაობს. ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგევრდზე უკვე გამოქვეყნდა გამარტივებული ტენდერი, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება ამ მიზნით 48 მილიონს დახარჯავს. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ის თანხაა, რომლითაც ხელისუფლებას ბევრად მეტის გაკეთება შეეძლო. ვატო სურგულაძე: “48 მილონ ლარად საავადმყოფოს აშენება შეიძლება თავის ყველაფრით, საკმაოდ ძლიერი საავადმყოფოსი. რატომ ვაპირებთ ახლა ქირაობას. რამდენადაც მე ვიცი, ...

Read More »