ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 7, 2020

“მიდი ჯაფარ ძმაო, მთავარია კანონი და რეგულაციები და ვინ დაგიშალა?” – კალაძე ჯაფარიძეს მიმართავს

“მიდი ჯაფარ ძმაო, მთავარია კანონი და რეგულაციები და ვინ დაგიშალა?” – ასე გამოეხმაურა  თბილისის მერი კახა კალაძე, “გირჩის” ლიდერის “ფეისბუქ” – ლაივს, სადაც დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე მუშტაიდის ბაღში ამომრჩეველთან შესახვედრად თბილისის მერიისგან ნებართვას ითხოვს. ამ ადგილზე ზურაბ ჯაფარიძე მხარდამჭერებთან ერთად ფეხბურთის მატჩის ყურებასაც აპირებს. მან მუშტაიდის ბაღს მიმართა, თუმცა, ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილი მერიისგან მოითხოვა. 8 ოქტომბერს ზურაბ ჯაფარიძე მუშტაიდის ...

Read More »

გოგონას, რომელსაც ხელვაჩაურში მეწყრის შედეგად ოჯახის წევრები დაეღუპა, აჭარის მთავრობა ბინას გადასცემს

გოგონას, რომელსაც ხელვაჩაურში მეწყრის შედეგად ოჯახის წევრები დაეღუპა, აჭარის მთავრობა ბინას გადასცემს. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა დაადასტურა. ამასთან, გოგონას ბებია სოციალურ ქსელში წერს, რომ აჭარის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა გოგონას დაეხმაროს. „აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ბატონი თორნიკესგან ჩვენმა ოჯახმა და ამ უდიდეს ტრაგედიას გადარჩენილმა პატარა გოგონამ სწავლის ხელშეწყობისთვის მიიღო ლეპტოპი, მიიღო ასევე ფინანსური მხარდაჭერა. ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვს მაქსიმალურად დაეხმარონ ამ მძიმე ...

Read More »

აჭარაში შესაძლოა არჩევნები ჩაიშლოს – ინფექციონისტები საფრთხის შესახებ ალაპარაკდნენ

ეპიდემიოლოგები აჭარაში საარჩევნო პროცესის ჩაშლის საფრთხის შესახებ ალაპარაკდნენ. სპეციალისტები მსგავსი სცენარით მოვლენათა განვითარებას იმ შემთხვევაში პროგნოზირებენ, თუ რეგიონში კორონავირუსის მზარდი სტატისტიკა შენარჩუნდება. “მატება გვაქვს, რაც ქმნის რისკებს ჩვენი ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა მას რამდენად გაუძლებს. ლოკალურად აჭარაში და ბათუმში მიმდინარე პროცესები ძალიან მაღელვებს, მესმის რომ ახლა ამას არჩევნების თემა ეჯაჭვება და საარჩევნო პროცესების ჩაშლას გამოიწვევს რეგიონში კარანტინის შემოღება და ღონისძიების ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  508  ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 348  ადამიანი, 4 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია –  9753 გამოჯანმრთელებულია –  5235 მათ შორის გარდაცვლილია – 62 კარანტინის რეჟიმში რჩება –  5655 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 836 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – , მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ...

Read More »

საგამოძიებო სამსახურმა სექტემბერში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის 31 ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვის 31 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 5 ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა. გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 58 770 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. „ამოღებული ...

Read More »

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველ თემურ შუბითიძეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველ თემურ შუბითიძეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 4 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი: 1975 წელს დაბადებული დ.ქ., 1979 წელს დაბადებული მ.ჯ. , 1980 წელს დაბადებული ზ.შ. და 1990 წელს დაბადებული ლ.გ., ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, ...

Read More »

ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიების შედეგად, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე – 55 კბ.მ ხე–ტყის (პირველადი გადამუშავების პროდუქტის, დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. მათი ინფორმაციით, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, აღნიშნული საქონელი ჩამოერთვა. „აღსანიშნავია, ...

Read More »