ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 8, 2020

პირველად ისტორიაში თავდაცვის ძალები ქართული ჯავშანმანქანებით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა. 40-მდე „დიდგორის” ტიპის სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანმანქანა თანამედროვე და მაღალი სტანდარტების მიხედვით არის აწყობილი.

Read More »

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან ვირტუალურ დებატებზე უარს ამბობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან ვირტუალურ დებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. პრეზიდენტის თქმით, ის არ გაფლანგავს დროს ვირტუალურ დებატებზე, რომლის მიზანი მისი მეტოქის დაცვაა. „კომისიამ შეცვალა დებატების ფორმატი და ეს ჩვენთვის მიუღებელია. მე დავამარცხე ის პირველ დებატებში, დავამარცხე მარტივად“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსის“ გადაცემაში. მანამდე, დებატების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ 15 ოქტომბერს პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს შორის დაგეგმილი ...

Read More »

დავით გარეჯის თემაზე ელჩ გიგი გიგიაძის განცხადებით დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები უხეშად დაირღვა – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის საკითხზე დაკავებულ ივერი მელაშვილთან დაკავშირებით დანიაში საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის განცხადებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები, როცა განცხადება ფაქტების გადამოწმებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციის გარეშე გაკეთდა. დანიაში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ, საქართველო – აზერბაიჯანის დელიმიტაცია – დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრს, ივერი მელაშვილს მხარდაჭერა ...

Read More »

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი 15 ოქტომბერს განახლდება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღევანდელი სასამართლო პროცესი დასრულდა. არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე ბრალდების მხარე შესავალი სიტყვით წარდგა, დაცვის მხარე კი შესავალი სიტყვით სასამართლოს შემდეგ პროცესზე მიმართავს. სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა როგორც საქმის პროკურორმა, ისე ადვოკატმა. არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, პროკურატურას ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია. ადვოკატის თქმით, შესავალ სიტყვაში პროკურორებს არ უსაუბრიათ, ...

Read More »

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ჟენევაში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიხუნ ბაირამოვი დღეს ჟენევაში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდება. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მინისტრის ვიზიტის მიზანია ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისთვის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პოზიციის წარდგენა.

Read More »

ცესკოს განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის შეფერხების მცდელობასთან დაკავშირებით

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ უცხო პირები, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელით, უკავშირდებიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და ეუბნებიან ცრუ ინფორმაციას, რომ მათი მისვლა უბანში საჭირო არაა კონკრეტულ დღეს. ამასთან, აძლევენ კომისიის წევრისთვის შეუსაბამო დავალებებს. სავარაუდოდ, მსგავსი ზარები, რიგ შემთხევაში, გამიზნულია საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის შესაფერხებლად, რათა წევრებმა არ შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქცია/მოვალეობები და არ გამოცხადდნენ ...

Read More »

ბანკები, ტურიზმის სექტორისთვის სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილავენ – ნათია თურნავა

ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ტურიზმის სექტორისთვის სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილონ – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „გუშინ მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა ონლაინ შეხვედრა წამყვან ბანკებთან და მათი მაღალი რანგის მენეჯმენტთან. ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია ტურიზმის სექტორისთვის და მცირე სასტუმროებისთვის. მოხარული ვარ, რომ ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა. ...

Read More »