ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 9, 2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერისიმედში დღეიდან გადაადგილება იზღუდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერისიმედში დღეიდან გადაადგილება იზღუდება. ეპიდემიოლოგებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთ ოჯახში 65 წლის მამაკაცსა და 60 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდათ და გაირკვა, რომ სოფელში ბევრთან ჰქონდათ კონტაქტი. მათი ინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მამაკაცი ერთი თვის წინ აჭარაში იმყოფებოდა. ინფიცირებული ცოლ-ქმარი თბილისში, კოვიდკლინიკაში არიან გადაყვანილი. ეპიდემიოლოგები სოფელ ერისიმედში ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ, ხოლო ...

Read More »

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ოქტომბერს, 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ქვეშეთი, ქვემო მლეთა, გოგნაური, გვიდაქე, ყველანი, ჩირიკი და მიმდებარე სოფლებში. კომპანიის ცნობით, ასევე ელექტრომომარაგება შეუწყდება 13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში მუხათწყაროში, მსხალდიდში, თხინვალაში, ლისზე, ნახშირგორაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

Read More »

ბოლივიაში, ტყის ხანძრების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ბოლივიაში, ტყის ხანძრების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა ჟანინ ანეზმა განაცხადა. „ჩვენ ვაცხადებთ ეროვნულ კატასტროფის მდგომარეობას გვალვისა და ხანძრის გამო. სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ და არ გვინდა, რომ ის, რაც შარშან მოხდა, განმეორდეს“ – აღნიშნა ანეზმა. ბოლივიის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში ხანძრის 50 აქტიური კერაა და სტიქიამ წელს 600-ზე მეტი ოჯახი დააზარალა. „ცეცხლი ძლიერდება, თუმცა ...

Read More »

“კოვიდისგან ადამიანი ინკურნება, შიმშილით სიკვდილს არაფერი შველის”

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციები ამ ეტაპზე დროებით შეჩერებულია. ამ დროისთვის აქციის ორი მონაწილე შიმშილობას. აქციის მონაწილეები მცირე ბიზნესის მფლობელები და დასაქმებულები არიან, რომლებიც პანდემიამ დააზარალა. როგორც ერთ-ერთმა მოშიმშილემ გიორგი გირგილაძემ  „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. პასუხს ხვალ საღამომდე ელოდებიან და შაბათიდან შიმშილობის პარალელურად პერმანენტულ აქციებს განაახლებენ. „ვაგრძელებთ შიმშილობას. ველოდებით დაზუსტებულ პასუხებს. ვნახავთ რა შედეგები დაიდება. თუ დამაკმაყოფილებელი პასუხი იქნება, შევწყვეტთ ...

Read More »

“რატომ გგონიათ, რომ საპატრიარქო და სინოდი ივანიშვილზე ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ?”

თეოლოგი, გოჩა ბარნოვი, სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ეს შეიძლება ივანიშვილია, რომელიც ცდილობს გარეჯის ამბები მიშა სააკაშვილის სახელის გასატეხად გამოიყენოს, თორემ ამ ამბების უკან მდგომ რუსეთს გაცილებით უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს. რუსეთს სურს საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს გადაკიდოს. ამით ის რამდენიმე კურდღელს დაიჭერს: 1. სააკაშვილს ხელს შეუშლის საქართველოში დაბრუნებაში; 2. საქართველოს ენერგომომარაგებას მთლიანად გაზპრომზე დამოკიდებულს გახდის, და ...

Read More »

ტექნიკური ხარვეზის გამო „ვაჟა-ფშაველასა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მეტროსადგურები დილიდან არ მუშაობს

თბილისის მეტროს მეორე ხაზზე ორი მეტროსადგური ტექნიკური ხარვეზის გამო დილიდან არ მუშაობს. მეტროპოლიტენის პრესსამსახურის განცხადებით, დილიდან დაკეტილია „ვაჟა-ფშაველასა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურები. მათივე ინფორმაციით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.

Read More »

ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ თანამდებობიდან გადადგომისთვის მზად ვარ – ყირგიზეთის პრეზიდენტი

ყირგიზეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ თანამდებობიდან გადადგეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ამის შესახებ სოორონბაი ჟეენბეკოვმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა მთავრობის შენობები დაიკავეს და საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციური ძალები მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ჯერაც ვერ თანხმდებიან. ყირგიზეთში საპროტესტო ტალღა კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.

Read More »