ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 10, 2020

საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას

საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას – ამის შესახებ განცახდებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში პროგრესის მიღწევა მოხერხდება. „საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს ...

Read More »

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. გუშინ მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების 11-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების მიხედვით, დღეს 12:00 საათიდან კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლი უნდა შეწყდეს, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულების ცხედრების გაცვლა. ამასთან, აზერბაიჯანი და სომხეთი, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით, დარეგულირების საბაზო პრინციპებზე დაყრდნობით შეუდგებიან „სუბსტანტიურ მოლაპარაკებებს მშვიდობიანი დარეგულირების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად“.

Read More »

დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის მეორე საპრეზიდენტო დებატები გაუქმდა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის დაგეგმილი მეორე საპრეზიდენტო დებატები გაუქმდა. ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს. გადაწყვეტილება საპრეზიდენტო დებატების კომისიამ მიიღო. დებატები 15 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი კორონავირუსით დაინფიცირდა, კომისიამ დებატების ვირტუალურ ფორმატში ჩატარება გადაწყვიტა, თუმცა დონალდ ტრამპმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. საპრეზიდენტო დებატების კომისია ფინალური დებატებისთვის აგრძელებს მზადებას, რომელიც 22 ...

Read More »

10 ოქტომბერი მეტყევის დღეა

10 ოქტომბერი მეტყევის დღეა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, ნათია იორდანიშვილის განცხადებით, წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზეიმო ღონისძიებები არ გაიმართება, თუმცა ყველა მეტყევე, წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის, დამსახურებულ მადლობას მიიღებს. „ეს ძალიან საჭირო პროფესიაა. განსაკუთრებით – ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის 40% ტყიაა დაფარული. ჩვენ გვაქვს ბუნებრივი ტყე, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ევროპისთვის უკვე ფუფუნებაა. ძალიან ხშირად ჰგონიათ, რომ ...

Read More »

გავიგეთ ივანიშვილის ჩანაფიქრი! სულ მალე საბერძნეთში და სულ მალე საქართველოში – სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დაგეგმილ შეხვედრაზე ის პროვოკაციებს ელოდება. მიხეილ სააკაშილი ფეისბუქზე წერს, რომ საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ხვდება. “ამ შეხვედრის შესახებ ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო და კალაძის მეშვეობით დაავალა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს, რომლებიც საბერძნეთში მრავლად არიან, შეხვედრის წინ და შეხვედრის განმავლობაში პროვოკაციის მოწყობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ. სულ მალე საბერძნეთში და სულ მალე ...

Read More »

კორონავირუსი ადამიანის ტვინში აღწევს – მეცნიერული დასკვნა

COVID-19-ით გარდაცვლილი ადამიანების ცხედრების გაკვეთის შედეგად ექიმებმა უმეტეს შემთხვევაში, ტვინში კორონავირუსის კვალს მიაგნეს. ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალ The Lancet.-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორები ჰამბურგ-ეპენდორფის კლინიკის მკვლევარები არიან. კვლევის დროს 51-დან 94 წლამდე ასაკის 43 ადამიანის სხეულის აუტოფსია ჩატარდა. 53%-ის შემთხვევაში კორონავირუსი ტვინის უჯრედებში დაფიქსირდა. ამასთან, ავტორები ირწმუნებიან, რომ ტვინში SARS-CoV-2-ის შეღწევადობამ უმნიშვნელო ცვლილებები გამოიწვია. მეცნიერებს არ დაუფიქსირებიათ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ...

Read More »

ამინდის პროგნოზი – სინოპტიკოსები განცხადებას ავრცელებენ

სინოპტიკოსები შაბათ-კვირას დედაქალაქში უპირატესად მოღრუბლულ ამინდს გვპირდებიან, მოსალოდნელია სუსტი წვიმაც. „თბილისში კვირას, 11 ოქტომბერს ძირითადად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. შესაძლოა გაწვიმდეს. მინიმალური ტემპერატურა ღამით იქნება 12 გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება“ – ნათქვამია სინოპტიკოსების განცხადებაში.

Read More »