ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 11, 2020

11 ოქტომბრის ანონსი

11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან, “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია გაიმართება. საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე – 597 04 06 08 ; მაკუნა ჟვანია – 599 43 43 08. 11 ოქტომბერს, 11:30 საათზე, ბლოკი ჯონდი ბაღათურია – ქართული დასის” ერთ -ერთი ლიდერის, დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით ოსეფაშვილის და ჯონდი ბაღათურიას შეხვედრა გაიმართება დიდუბის ამომრჩეველთან. მის: დიღმის მასივი, მე-4 კვარტალი, 130-ე სკოლასთან. ...

Read More »

დღეს გოგოების საერთაშორისო დღეა

დღეს გოგოების საერთაშორისო დღეა. ყოველი წლის 11 ოქტომბრის გოგოების საერთაშორიო დღედ აღნიშვნის გადაწყვეტილება გაეროს ეკუთვნის. გაერთანებული ერების ორგანიზაციამ მსგავსი გადაწყვეტილება 2011 წელს მიიღო. დღის მიზანი – სოციალურ პრობლემებსა და უთანასწორობაზე ყურადღების გამახვილებაა, რაც გენდერული საკითხითაა გამოწვეული. ესენია – განათლების ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვა, სოციალური უფლებების დაცვა, დისკრიმინაციისგან, ძალადობისგან, არასრულწლოვანი გოგოების იძულებით ქორწინებისგან დაცვა. ინიციატივა, გოგოების საერთაშორისო დღის დაწესების შესახებ კანადაში, გაეროს გენერალურ ...

Read More »

რუსთავში 23 წლის ბიჭი მატარებელმა გაიტანა – “ცხვრები გადაარჩინა და…” (ვიდეო)

უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში. ე.წ. ახალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მატარებელმა 23 წლის მამაკაცი გაიტანა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა ცხვრების მწყემსი იყო. მას ლიანდაგებზე ფარა გადაჰყავდა, რა დროსაც მათ მატარებელი მიუახლოვდა. ახალგაზრდამ ცხვრების გადარჩენა სცადა, თუმცა მატარებელს თავად ემსხვერპლა. ადგილზე არსებული მდგომარეობის ამსახველი კადრები „ინფორუსთავმა“ გაავრცელა.

Read More »

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 194 თბილისში, 172 აჭარაში, 117 კი იმერეთში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევიდან 194 თბილისში, 172 აჭარაში, 117 კი იმერეთში დაფიქსირდა. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. „523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი. სამწუხაროდ, რეგიონების მიხედვითახალიო შემთხვევებით პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა. თბილისში არის 194 ახალი შემთხვევა, აჭარაში იკლებს, მიღებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, იქ არის 172 ახალი შემთხვევა, ...

Read More »

მატარებლის ავტობუსთან შეჯახების შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა

ტაილანდში მატარებელი ავტობუსს შეეჯახა. დაღუპულია სულ მცირე 17 ადამიანი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევეის დროს ავტობუსში 65 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავდა ათობით მგზავრი. „გარდიანი“ წერს, რომ ავარიის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ძლიერი წვიმა, რის გამოც, ხილვადობა გართულებული იყო.

Read More »

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ზ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, ბრალდებულმა დუშეთის რაიონის სოფელ პავლეურში, 1961 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ...

Read More »

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი სამუშაო ვიზიტით ავღანეთში იმყოფებოდა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მიერ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მიმდინარეობისა და შესრულებული ამოცანების ადგილზე გაცნობის მიზნით სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ სარდალს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და ქვედანაყოფის ყოველდღიური საქმიანობის, ასევე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე მე-13 ...

Read More »